რატომ არ უნდა დატოვოთ ტელეფონის დამტენი დენის წყაროში
1734037881
„ხმა გავრცელდა, ვანო მერაბიშვილი სცემეს, ანუ მიშას „ხერხემალი“ დაუზიანესო. ამ ინფორმაციას ემოციის გარეშე არავინ შეხვედრია - ზოგს ძალიან გაუხარდა, ზოგს ძალიან ეწყინა, მაგრამ რატომღაც არავის გაკვირვებია. მხოლოდ ზოგიერთმა გადაპრანჭულმა ე. წ. უფლებადამცველმა თუ ჟურნალისტმა ხელოვნურად დაყენებული პოზით აღშფოთება გამოხატა - ეს ბარბაროსობაა, როგორ შეიძლება ქუჩაში ანგარიშსწორებაო. თუმცა, ამ გადაპრანჭულებმა ყველაზე კარგად იციან, ვანოს ცემის მიმართ საზოგადოების უმრავლესობის დადებით დამოკიდებულებას თავისი ობიექტური მიზეზები გააჩნია“, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ნანა კაკაბაძე.
როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა, რომელმაც საკუთარ ტყავზე გადაიტანა სასტიკი რეჟიმის არასამართლიანი და არაადამიანური გამოვლინებები, ვერ დაინახა ვერც დამნაშავეთა მიმართ დადგენილი ადეკვატური სასჯელები, ვერც მათი მხრიდან გამოვლენილი სინანული. პირიქით, ანტიდემოკრატიული, ანტიჰუმანური და ანტიადამიანური რეჟიმის შემოქმედები დღეს საზოგადოებას დემოკრატიას, ჰუმანიზმს და ადამიანობას გვასწავლიან.
კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ამ ყველაფერში მთავარი დამნაშავე დღევანდელი ხელისუფლებაა, რომელმაც წინა ხელისუფლების კრიმინალი ლიდერების მიმართ გაუმართლებლად ლოიალური დამოკიდებულება აირჩია.
„რატომ სცემეს ვანო მერაბიშვილს?
ხმა გავრცელდა, ვანო მერაბიშვილი სცემეს, ანუ მიშას „ხერხემალი“ დაუზიანესო.
ამ ინფორმაციას ემოციის გარეშე არავინ შეხვედრია - ზოგს ძალიან გაუხარდა, ზოგს ძალიან ეწყინა, მაგრამ რატომღაც არავის გაკვირვებია.
მხოლოდ ზოგიერთმა გადაპრანჭულმა ე. წ. უფლებადამცველმა თუ ჟურნალისტმა ხელოვნურად დაყენებული პოზით აღშფოთება გამოხატა - ეს ბარბაროსობაა, როგორ შეიძლება ქუჩაში ანგარიშსწორებაო. თუმცა, ამ გადაპრანჭულებმა ყველაზე კარგად იციან, ვანოს ცემის მიმართ საზოგადოების უმრავლესობის დადებით დამოკიდებულებას თავისი ობიექტური მიზეზები გააჩნია.
საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა, რომელმაც საკუთარ ტყავზე გადაიტანა სასტიკი რეჟიმის არასამართლიანი და არაადამიანური გამოვლინებები, განვლილი ათწლეულის მანძილზე ვერ დაინახა ვერც დამნაშავეთა მიმართ დადგენილი ადეკვატური სასჯელები, ვერც მათი მხრიდან გამოვლენილი სინანული.
პირიქით, ანტიდემოკრატიული, ანტიჰუმანური და ანტიადამიანური რეჟიმის შემოქმედები დღეს საზოგადოებას დემოკრატიას, ჰუმანიზმს და ადამიანობას გვასწავლიან.
ამ ყველაფერში მთავარი დამნაშავე, რასაკვირველია, დღევანდელი ხელისუფლებაა, რომელმაც წინა ხელისუფლების კრიმინალი ლიდერების მიმართ გაუმართლებლად ლოიალური დამოკიდებულება აირჩია.
იგნორირება გაუკეთა დემოკრატიული საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანეს ღირებულებებს - კანონის უზენაესობას, კანონის წინაშე თანასწორობას, ყველა მოქალაქის მიმართ ერთი და იგივე სტანდარტების გამოყენებას და დამნაშავეთათვის სასჯელის გარდაუვალობას.
მოხდა სახელმწიფოს პრიორიტეტულ პოლიტიკად კოაბიტაციის გამოცხადება. სისხლის სამართლის დანაშაულის ათასობით უტყუარი დოკუმენტის განადგურება. (ვიდეო და აუდიო ჩანაწერების საჯარო უტილიზაცია)
რეჟიმის შემოქმედ დამნაშავეთა მიმართ, სიმბოლურად ბრალდებების წარდგენა და შეფარდება.
ბაჩო ახალაიას დაახლოებით 10-წლიან და ვანო მერაბიშვილის 7-წლიან სასჯელების გარდა, რეჟიმის დანარჩენმა ლიდერმა სიმბოლური სასჯელები მიიღო (საკითხავია, 10 და 7 წელიც რამდენად ადეკვატური სასჯელები იყო).
„დანარჩენებს“ ეს სიმბოლური სასჯელებიც სრულად არ მოახდევინეს.
ხელისუფლებამ დასავლეთის ზეწოლით, განსაკუთრებით მძიმე თუ მძიმე დანაშაულის ჩამდენი მსჯავრდებულები ვადამდე გაათავისუფლა. უსამართლო პრაქტიკით გულმოცემული ნაცები დღეს თავისი ბელადის სასჯელისაგან გასათავისუფლებას ითხოვენ.
უსირცხვილო სიმულაციას მიმართავენ და სააკაშვილს სიკვდილის პირას მისულად აცხადებენ. დარწმუნებულნი არიან, დაქირავებული ლობისტებით, საერთაშორისო ძალების მობილიზაციას მოახდენენ და ამ გზით ბელადს სასჯელის მოხდას ააცილებენ. იმედია, ხელისუფლება კვლავ არ გამოიჩენს უპრინციპობას.
არ დაუშვებს სასჯელისაგან მიშას გათავისუფლებას უსამართლო, ანტიჰუმანური, ანტიდემოკრატიული გადაწყეტილებით, რომელიც შეფუთულ-შემოპარებული იქნება ქვეყანაზე ზრუნვით, პროდასავლურობითა და ჰუმანურობით“ - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.