ვანო მერაბიშვილის ძალიან სამარცხვინო ინტერვიუდან ახალი ვერაფერი გავიგეთ - კალაძე

კახა კალაძე

ვანო მერაბიშვილის ძალიან სამარცხვინო ინტერვიუდან ახალი ვერაფერი გავიგეთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო უნდათ, რათა თავად დაბრუნდნენ და მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ, რა თქმა უნდა, ძალიან სამარცხვინო იყო, თუმცა ახალი ვერაფერი გავიგეთ. ყველაფერი, რასაც ვისმენთ ამ ხნის განმავლობაში, რატომ უნდათ არეულობა ქვეყანაში, რატომ უნდათ ხელისუფლების შეცვლა? ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ თავად იყვნენ ხელისუფლებაში და ჰქონდეთ მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.