კახა კალაძე

საზოგადოება • 1792586603

„კაპიტანო, შენი სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში!“ - კახა კალაძე გიორგი ნემსაძეზე

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, გიორგი ნემსაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.„ჩვენს საფეხბურთო საზოგადოებას გამოაკლდა მეგობარი, გულშემატკივარი, ადამიანი, რომელმაც თავისი პროფესიონალიზმით, საქმისადმი სიყვარულით და ერთგულებით ქართველი გულშემატკივრების დიდი სიყვარული მოიპოვა.გიორგი ნემსაძის სახით ქართულმა ფეხბურთმა ღირსეული წარმომადგენელი დაკარგა, ჩვენ კი დაგვიტოვა ისტორია ძმობის, გუნდურობის, თავდადების და საერთო ძალისხმევით წარმატებების მიღწევის.ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, ჩვენს სპორტულ საზოგადოებას, ქართველ გულშემატკივრებს, მთელს საქართველოს.კაპიტანო, შენი სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში“, – წერს კახა კალაძე.

კრწანისი

დედაქალაქი • 1792569654

კრწანისის რაიონში, ლომინაძის ხევში სანიაღვრე კოლექტორი ეწყობა

კრწანისის რაიონში, ლომინაძის ხევში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სანიაღვრე კოლექტორი ეწყობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, წლების განმავლობაში აღნიშნული ტერიტორია მოსახლეობისთვის უხვი ნალექის დროს პრობლემას წარმოადგენდა.„ლომინაძის ხევის გარკვეულ მონაკვეთზე სანიაღვრე კოლექტორი მოეწყობა. აღნიშნული მონაკვეთი წლების განმავლობაში წარმოადგენდა პრობლემურ ზონას – არსებობდა ღია ხევი, მოუწესრიგებელი სანიაღვრე სისტემა, უხვი ნალექის დროს კი წყალი უკონტროლოდ მიედინებოდა. პროექტის ფარგლებში, 377 მეტრი სიგრძის ხევში მომდინარე წყლის ნაკადი 1 500 მმ დიამეტრის მილებში მოექცევა. სამუშაოები დაწყებულია. პირველ რიგში, სრულად მოწესრიგდება სანიაღვრე ინფრასტრუქტურა აღნიშნულ არეალში და უზრუნველყოფილი იქნება წყლის ნაკადის უსაფრთხო და ორგანიზებული გატარება. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ ტერიტორია იქნება უსაფრთხო“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისი თქმით, პროექტს კრწანისის რაიონის გამგეობა ახორციელებს, რისთვისაც, დაახლოებით, 1 500 000 ლარი დაიხარჯება.

დედაქალაქში "თბილისი ფუდ-გენი 2026" გაიმართება

საზოგადოება • 1792569167

დედაქალაქში "თბილისი ფუდ-გენი 2026" გაიმართება

24 და 25 ოქტომბერს, ორბელიანის მოედანზე ქართული გულსართიანი ცომეულისადმი მიძღვნილი ფესტივალი „თბილისი ფუდ-გენი 2026“ გაიმართება, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.მისი თქმით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ქართული ტრადიციული ცომეულის მომზადების მასტერკლასები, ასევე ქართული კულინარიის ისტორიისა და ტრადიციების საინფორმაციო სემინარები.„ღონისძიება თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით ჩატარდება. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ქართული ცომეულის მრავალფეროვნება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ცნობილი თუ მივიწყებული კერძები. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონებიდან მოწვეული შეფ-მზარეულები. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ცომეულის მომზადების მასტერკლასები, ასევე საინფორმაციო სემინარები ქართული კულინარიის ისტორიისა და ტრადიციების შესახებ. აღნიშნული ფესტივალი დედაქალაქში პირველად ტარდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, ის მომდევნო წლებშიც გაიმართება. ყველას გელოდებით ორბელიანის მოედანზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.მისი თქმით, ფესტივალზე ყურადღება დაეთმობა თანამედროვე გასტრონომიასაც, რომლის ფარგლებში შეფ-მზარეულები ქართულ ტრადიციულ გემოებს თანამედროვე ინტერპრეტაციით წარმოადგენენ.

კახა კალაძე

პოლიტიკა • 1792569120

კახა კალაძე: თბილისის მერიის ცხელი ხაზის რეფორმა განხორციელდება, რათა სერვისი უფრო მოქნილი და ეფექტური გახდეს

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის ცხელი ხაზის მოქნილობისა და ეფექტურობის გასაზრდელად იგეგმება რეფორმა, რათა სერვისი მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო სწრაფი და შედეგიანი გახდეს.როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ცხელი ხაზის ოპერატორები ყველა ზარს პასუხობენ და რეაგირებას ახდენენ, მაინც არსებობს გამოწვევები, რაც დასახვეწია.„მუნიციპალური სერვისების ფარგლებში, კომუნიკაციის სხვა საშუალებებთან ერთად, მოქმედებს თბილისის მერიის ცხელი ხაზი, რომლის მომსახურებითაც მოქალაქეები ყოველდღიურად ინტენსიურად სარგებლობენ. ჩვენი ოპერატორები ყველა ზარს პასუხობენ და ახდენენ რეაგირებას, თუმცა დაგეგმილი გვაქვს ცხელი ხაზის კიდევ უფრო გაუმჯობესება. მინდა, დავავალო ჩემს მოადგილე კახა აბულაძეს, რომ დაიწყოს აღნიშნულ საკითხზე მუშაობა. რამდენიმე დღის წინ, მე პირადად შევხვდი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს, გამგებლებს, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობას და ცხელი ხაზის წარმომადგენლებს. არის გამოწვევები, რაც დასახვეწია. შესაბამისად, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავატაროთ რეფორმა, რათა კიდევ უფრო მოქნილი იყოს ცხელი ხაზი და კიდევ უფრო სწრაფად შევძლოთ პრობლემების აღმოფხვრა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე თქმით, ცხელი ხაზის საშუალებით, მიმდინარე წელს უკვე შემოსულია 367 000-მდე ზარი.„2025 წლის განმავლობაში შემოვიდა 465 423 ზარი, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით 71 000-ზე მეტი ზარი, მუნიციპალური ინსპექციის მიმართულებით - 36 000-მდე, ურბანული განვითარებისა და სატრანსპორტო მიმართულებით 63 000-მდე შეტყობინება; ინფრასტრუქტურის საკითხებზე 48 000-ზე მეტი ზარი, მათ შორის, საგზაო, სამშენებლო, გამწვანების მიმართულებებით. ცხელი ხაზის საშუალებით, მერია აქტიურადაა ჩართული ქალაქში წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირების პროცესში. ის ასევე კარგი ინსტრუმენტია მოქალაქეებთან პირდაპირი კავშირის დასამყარებლად, შესაბამისი და დროული დახმარების აღმოჩენის მიზნით და როგორც მუდმივი პროცესი, პერიოდულ ოპტიმიზაციას საჭიროებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.მისივე თქმით, მოქალაქეების მხრიდან ხშირია ისეთი ზარები, რომლებიც ცხელი ხაზის დანიშნულებასთან შეუთავსებელ მიმართულებებს გულისხმობს.„აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევებში მაღალია მიმართვიანობა ისეთ საკითხებზე, რომლებზე რეაგირებისთვისაც საჭიროა უშუალოდ მერიისთვის ან შესაბამისი რაიონული გამგეობისთვის წერილობითი განცხადებით მიმართვა. ასევე ფიქსირდება ისეთი ზარებიც, რომლებიც ცხელი ხაზის დანიშნულებასთან შეუთავსებელ მიმართულებებს გულისხმობს (მაგალითად, ქონების პრივატიზაცია, კერძო დავები, მიწის სპორადული რეგისტრაცია, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული მიმართულებები, კერძო საკუთრების მოვლა-პატრონობის კატეგორიის საკითხები და სხვა). როდესაც მოქალაქე ამ კონკრეტულ საკითხზე რეკავს, რა თქმა უნდა, ოპერატორი ყველა ზარს პასუხობს და ცხელი ხაზის გადატვირთვა ხდება. შესაბამისად, მოქალაქემაც უნდა იცოდეს გარკვეული საკითხები, თუ რასთან დაკავშირებით უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

წყალტუბო

დედაქალაქი • 1792568077

წყალტუბოს ქუჩაზე საზოგადოებრივი სივრცე ეწყობა

დიდუბის რაიონში, წყალტუბოს ქუჩის N9-ის მიმდებარედ, 3 200 კვ.მ ფართობზე საზოგადოებრივი სივრცე ეწყობა.როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ ადგილზე, მოსახლეობის ჩართულობით, ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, რის შემდეგაც ტერიტორიის სრული კეთილმოწყობა სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს.„სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და მოწესრიგდება ასფალტის საფარი. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება მოსასვენებელ სივრცესა და სპორტულ მოედანს, ასევე, გაკეთდება საპარკინგე სივრცე და სრულად განახლდება გამწვანების თარგები. საპარკო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან ერთად, განხორციელდება გამწვანების მასშტაბური სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავჭალა

დედაქალაქი • 1792567956

ავჭალაში ორი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა ავჭალაში ორი სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს.როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დასასვენებელი სივრცეები სარაჯიშვილის გამზირის N15-ში და ილორის ქუჩის N23 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ ეწყობა.„სარაჯიშვილის გამზირზე სამუშაოები, დაახლოებით, 4 000 კვ.მეტრამდე ფართობზე მიმდინარეობს, სადაც განთავსდება ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები. განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა, ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.რაც შეეხება ილორის ქუჩაზე მიმდინარე პროექტს, მერის ინფორმაციით, სკვერის მოწყობის სამუშაოები 1 700 კვ.მეტრამდე ფართობზე მიმდინარეობს, სადაც მანამდე  უკანონო ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდა.„ამ პროცესში ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობა და მინდა, მათ დიდი მადლობა ვუთხრა თანამშრომლობისთვის. ეს უკანონო ნაგებობები იკავებდა ძალიან დიდ ადგილს, დღეს კი გამოთავისუფლებულ სივრცეს გამოიყენებენ ისევ იქ მცხოვრები ადამიანები. განხორციელდება ძალიან კარგი პროექტი, რომლის ფარგლებში, ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები. ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები“, - აღნიშნა თბილისის მერმა.მისივე თქმით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სპორტულ მოედანს, ტერიტორიაზე დამონტაჟდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საპარკინგე სივრცეც.

კახა კალაძე

პოლიტიკა • 1792417860

კახა კალაძე: საქართველო ვითარდება, ეკონომიკურად წინ მიდის და ამის შესაძლებლობა მოგვცა იმ პოლიტიკამ, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბოლო წლებში საქართველოში ეკონომიკური თვალსაზრისით პოზიტიური ტენდენციაა, ქვეყანა წინ მიდის, ამის შესაძლებლობა კი შექმნა იმ პოლიტიკამ, რომელსაც მმართველი გუნდი ახორციელებს.ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, რომლის თანახმად, საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტი 60.3 პროცენტით გაიზარდა.„ზოგადად, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ძალიან პოზიტიური ტენდენცია გვაქვს. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა იზრდება, ადგილობრივი ბიზნესი წინ მიდის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ იფიქროთ, რომ ეს შემთხვევითია. იმას, თუ რა ხდება ჩვენს ირგვლივ, რა ხდება ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში და ზოგადად, მსოფლიოში, თუ როგორი რთული, დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა, ყველა კარგად ხედავთ. ის, რომ დღეს საქართველო ვითარდება, ეკონომიკურად წინ მიდის, ამის შესაძლებლობა მოგვცა იმ პოლიტიკამ, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს. მიუხედავად უამრავი შეურაცხყოფისა, არასამართლიანი დამოკიდებულებისა, მუქარებისა, ცილისწამებისა, ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული პოზიცია – ჩვენ გვინდა მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება თანმდევი პროცესები. საბოლოო ჯამში, ყველაფერი აისახება ეკონომიკაზე. ეკომონიკურ განვითარებას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ, რათა ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა საკუთარ თავზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დიღმის მასივში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო

საზოგადოება • 1792416600

დიღმის მასივში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყო

დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივის მე-3 კვარტლის N6 ა, ბ, გ და ვ კორპუსების მიმდებარედ 4 000 კვ.მ ფართობის ტერიტორიის რეაბილიტაცია განახორციელა.დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე კახა აბულაძესთან ერთად გაეცნო.მისი თქმით, საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სივრცეების მოწესრიგება და გამწვანება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, აღნიშნული პროექტი კი გაფართოვდება.„დიღმის მასივში კიდევ ერთი ძალიან კარგი პროექტი განხორციელდა. ეს არის საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სივრცის მოწესრიგება, განახლება, რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში მოეწყო დასასვენებელი პავილიონები, ბავშვებისთვის გაკეთდა ატრაქციონები, დაირგო ხე-მცენარეები. ასევე, საფეხბურთო მოედანს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ტერიტორია მოწესრიგებულია, განათებული და სასიამოვნო გარემოა შექმნილი. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს აღნიშნული პროექტის გაგრძელება. ირგვლივ ძალიან ბევრი საცხოვრებელი კორპუსია. არსებობს სივრცეები, რომელთა გამწვანება, რეაბილიტაცია შესაძლებელია, რათა, პირველ რიგში, აქ მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ დასვენების, ვარჯიშის, განტვირთვის შესაძლებლობა. შესაბამისად, პროექტი გაფართოვდება და კიდევ უფრო მეტი რეკრეაციული სივრცე შეიქმნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.პროექტის ფარგლებში განხორციელდა მოძველებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და დამონტაჟდა თანამედროვე გარე განათების სისტემა. ასევე, ტერიტორიაზე განთავსდა სპორტული ზონა, დამონტაჟდა საპარკო ინვენტარი, მოეწყო ტროტუარი და საპარკინგე სივრცე.ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი შოთა ქევხიშვილი იმყოფებოდნენ.

კახა კალაძე

პოლიტიკა • 1792416307

კახა კალაძე: საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე ყველაფერი იქნება აბსოლუტურად ღია, საზოგადოება დაინახავს, რა პროცესები მიმდინარეობს, დანარჩენი სასამართლოს გადასაწყვეტია

ჩვენ გვაქვს კონკრეტული არგუმენტები, რომლებსაც კიდევ ერთხელ წარვუდგენთ ფართო საზოგადოებას. ყველაფერი იქნება აბსოლუტურად ღია და საზოგადოება დაინახავს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს, დანარჩენი სასამართლოს გადასაწყვეტია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ხუთი პოლიტიკური სუბიექტის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ დაგეგმილ საკონსტიტუციო განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.მისი თქმით, აღნიშნული პარტიები თავიანთი ქმედებებით წინააღმდეგობაში მოდიოდნენ ქართულ სახელმწიფოსთან.„როდესაც გაქვს პრეტენზია იმისა, რომ იყო პოლიტიკაში და გერქვას პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა ემსახურებოდე შენს ქვეყანას და იღებდე დაკვეთას შენი მოსახლეობისგან. ჩვენ სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით წლების განმავლობაში. ამ რეალობას ფარდა ჩამოხსნა „ქართულმა ოცნებამ – დემოკრატიულმა საქართველომ“ და აბსოლუტურად გააშიშვლა ის ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ემსახურებოდნენ არა ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, არამედ გარე ძალებს. ისინი კონკრეტული გადაწყვეტილებებით, განცხადებებით პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდნენ ქართულ სახელმწიფოსთან და არ ემსახურებოდნენ ქართველ ხალხს, ჩვენს ქვეყანას, პირდაპირ იყვნენ მტრულ დამოკიდებულებაში სახელმწიფოსთან. აქედან გამომდინარე, ასეთ პოლიტიკოსებს ან პოლიტიკურ პარტიებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში“, – განაცხადა კალაძემ.მისი თქმით, განხილვისას ყველაფერი გამჭვირვალე იქნება.„ჩვენ გვაქვს კონკრეტული არგუმენტები, რომელთაც კიდევ ერთხელ წარვუდგენთ ფართო საზოგადოებას. აქ დახურული და დამალული არაფერი იქნება, ყველაფერი იქნება აბსოლუტურად ღია და საზოგადოება დაინახავს, რა პროცესები მიმდინარეობს, რა არგუმენტები გვაქვს. დანარჩენი უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.ასევე, მან ისაუბრა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პრაქტიკაზე ევროკავშირში, უკრაინასა და მოლდოვაში, რასაც, მისი თქმით, მწვავე შეფასებები არ მოჰყოლია.„ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია არა მხოლოდ ამ კონკრეტულ საკითხზე, არამედ ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით. თუნდაც ავიღოთ ძალადობრივი აქციები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, კონკრეტულ ქალაქებში. ასევე, გვახსოვს ის ძალადობრივი აქციები საქართველოში, როდესაც ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ქვებისა და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას ჰქონდა ადგილი. არათუ ამის დაგმობა არ მოვისმინეთ, პირიქით, ახალისებდნენ და ხელს უწყობდნენ ამ ყველაფერს. მოგისმენიათ რაიმე განცხადება ან კრიტიკული შეფასება იმავე უკრაინასთან მიმართებით, როდესაც, თუ არ ვცდები, 17 თუ 18 პარტია აკრძალეს? მოლდოვაში ორი თუ სამი პარტია აიკრძალა. საუბარია ბოლო წლებზე“, – განაცხადა თბილისის მერმა.მისი თქმით, არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში.„წლების განმავლობაში, 2012 წლამდე ასე ხდებოდა, რომ თუ გარედან რაღაცას ითხოვდნენ, ეს იყო სრული ჭეშმარიტება და უნდა გვემოქმედა ისე, როგორც გარედან ან რომელიმე კონკრეტული ელჩი განაცხადებდა. არა, ეს ასე ვერ იქნება. ჩვენ დღეს ძლიერნი ვართ ისე, როგორც არასდროს. ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი თავისი შესაბამისი ინსტიტუციებით, ყველაფერს განსაზღვრავს მისი აღმატებულება ქართველი ხალხი და არა გარედან ვიღაც კონკრეტული ადამიანები, კომპანიები თუ დაჯგუფებები. რა თქმა უნდა, ყველასთან გვინდა მეგობრობა, პარტნიორობა, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები იყოს დათმობილი. საქართველოს ინტერესების ხარჯზე არც მეგობრობა იქნება და არც პარტნიორობა. ჩვენ გვინდა ჯანსაღი ურთიერთობები“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე

პოლიტიკა • 1792416262

კახა კალაძე: ის ძალადობრივი პროცესები, რომელთა წახალისება და დაფინანსებაც საქართველოში გარედან ხდებოდა, დღეს თავად ევროპულ ქვეყნებში განვითარდა

ის ძალადობრივი პროცესები, რომელთა წახალისება და დაფინანსებაც საქართველოში გარედან ხდებოდა, დღეს თავად ევროპულ ქვეყნებში განვითარდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებზე განაცხადა.მისი თქმით, საზოგადოებამ იცის, ვინ როგორ მოქმედებდა საქართველოსთან მიმართებით.„ის პროცესები, რაც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა – ძალადობრივი ორგანიზაციების შექმნა, პირდაპირ დაფინანსება, სიტყვიერი თუ „მესიჯებით“ წახალისება, როდესაც გამოდიან სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, ჩამოდიან სხვადასხვა ევროპული ქვეყნის პრემიერ-მინისტრები, პირდაპირ ძალადობრივ აქციებზე მიდიოდნენ და იქ გამოდიოდნენ, ამხნევებდნენ ამ ძალადობრივ ჯგუფებს, დაგმობაზე საერთოდ ხომ საუბარი ზედმეტია. ეს არის სრული კატასტროფა. ის უბედურება, რაც საქართველოში მოაწყვეს, შემთხვევითი პროცესები არ იყო. მათი დაფინანსებით ხდებოდა ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაშიშვლებულები არიან. ყველამ ყველაფერი იცის, საზოგადოება მაქვს მხედველობაში, თუ ვინ როგორ მოქმედებდა საქართველოსთან მიმართებით. დღეს იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყნებში ხედავენ. ხედავთ, რა პროცესები მიდის. რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია. წარმოუდგენელია ისეთი ძალადობა, რასაც ვხედავთ კადრებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, ნათლად ჩანს ორმაგი სტანდარტი, როდესაც ევროპულ ქალაქებში დემონსტრანტების ძალადობას მკაცრად გმობენ, ხოლო საქართველოში მსგავს ფაქტებს ახალისებდნენ.

კახა კალაძე

პოლიტიკა • 1792412882

კახა კალაძე საფრანგეთში მიმდინარე აქციებზე: დღეს იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყანაში ხედავენ

თბილისის მერი კახა კალაძე საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებსა და ევროპული სტრუქტურების მხრიდან ძალადობის შეფასებას ორმაგ სტარდარტად აფასებს.დედაქალაქის მერის განცხადებით, ის ძალადობრივი პროცესები, რომელთა წახალისება და დაფინანსებაც საქართველოში გარედან ხდებოდა, დღეს თავად ევროპულ ქვეყნებში განვითარდა.„ის პროცესები, რაც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა - ძალადობრივი ორგანიზაციების შექმნა, პირდაპირ დაფინანსება, სიტყვიერი თუ „მესიჯებით“ წახალისება, როდესაც გამოდიან სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, ჩამოდიან სხვადასხვა ევროპული ქვეყნების პრემიერ-მინისტრები, პირდაპირ ძალადობრივ აქციებზე მიდიოდნენ და იქ გამოდიოდნენ, ამხნევებდნენ ამ ძალადობრივ ჯგუფებს, დაგმობაზე საერთოდ ხომ საუბარი ზედმეტია. ეს არის სრული კატასტროფა. ის უბედურება, რაც საქართველოში მოაწყვეს, შემთხვევითი პროცესები არ იყო. მათი დაფინანსებით ხდებოდა ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაშიშვლებულები არიან. ყველამ ყველაფერი იცის, საზოგადოება მაქვს მხედველობაში, თუ ვინ, როგორ მოქმედებდა საქართველოსთან მიმართებით. დღეს იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყანაში ხედავენ. ხედავთ, რა პროცესები მიდის. რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია. წარმოუდგენელია, ისეთი ძალადობა, რასაც ვხედავთ კადრებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, ნათლად ჩანს ორმაგი სტანდარტი, როდესაც ევროპულ ქალაქებში დემონსტრანტების ძალადობა მკაცრად გმობენ, ხოლო საქართველოში მსგავს ფაქტებს ახალისებდნენ.

ტოტი

სპორტი • 1792341248

კახა კალაძე „ფეხბურთის ოქროს კვირეულის“ ფარგლებში საქართველოში იტალიის ელჩს და ფრანჩესკო ტოტის შეხვდა

იტალიის სერია A-ს ჩემპიონატის თასი თბილისშია. Golden Week of Football-ის ფარგლებში, იტალიის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც იტალიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო და იტალიის საფეხბურთო კლუბების - „რომასა“ და „მილანის“ ლეგენდები, ფრანჩესკოტოტი და კახა კალაძე დაესწრნენ.სპეციალურად „ფეხბურთის ოქროს კვირეულის“ (Golden Week of Football) ფარგლებში, საქართველოში იტალიის ჩემპიონატის თასი სერია A-ს წარმომადგენელმა ჩამოიტანა.თბილისის მერმა კახა კალაძემ და ფრანჩესკო ტოტიმ, როგორც იტალიის ჩემპიონებმა, თასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

✕