გაფრინდაშვილი

საზოგადოება • 1790347740

ჭადრაკის ლეგენდა, ნონა გაფრინდაშვილი ახალციხეს ეწვია

ახალციხეს  ქართული და მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა,  ნონა გაფრინდაშვილი ეწვია.ცნობილ მოჭადრაკეს ახალციხის ციხეზე, მუნიციპალიტეტის მერმა  ვარლამ წიკლაურმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან  იოსებ  ალიბეგაშვილთან და  საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად  უმასპინძლა.ღონისძიების ფარგლებში  ჭადრაკით დაინტერესებულ მოსწავლე-ახალგაზრდებს  შესაძლებლობა ჰქონდათ, პირადად შეხვედროდნენ  ჭადრაკის დედოფალს, გასაუბრებოდნენ და დასწრებოდნენ  მის მასტერკლასს.ნონა გაფრინდაშვილმა ახალგაზრდებთან საჭადრაკო  ცხოვრებაზე  ისაუბრა,  მათ კითხვებს უპასუხა, რჩევები მისცა  და წარმატებები უსურვა. შემდეგ კიმოსწავლეებთან მეგობრული  პარტია ითამაშა,  სადაც პირველი სვლა სიმბოლურად მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა გააკეთა.ლეგენდარულმა მოჭადრაკემ ღონისძიებაზე, ასევე  „ნონა გაფრინდაშვილის თასზე“  საჭადრაკო ტურნირში, მეორე ადგილზე გასული ახალციხელი ნორჩი მოჭადრაკეები - ცოტნე მურჯიკნელი, დემეტრე მესხიძე, დემეტრე ქუთათელაძე და აკაკი თამარაძე დააჯილდოვა.საპატიო სტუმრის პატივსაცემად  ანსამბლებმა ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს. აგრეთვე,  მოეწყო ფოტო-გამოფენა ნონა გაფრინდაშვილის საჭადრაკო ცხოვრების, მისი სპორტული გზისა და გამარჯვებების  მნიშვნელოვან ეპიზოდებთან დაკავშირებით.ღონისძიებას მერის მოადგილეები - ნოდარ ტატალიშვილი და  გიორგი მელიქიძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები - დავით მუმლაძე და ვახტანგ მერაბიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტაბატაძე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ქალაქის საზოგადოების  წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

ირაკლი რუხაძე

სამართალი • 1789394042

"იმედის" გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, ბადრი პატარკაციშვილს დაეწყო ღრმა დეპრესია - ინფარქტით გარდაიცვალა, თუმცა, რეალურად, "იმედის" მოვლენებს უზარმაზარი გავლენა ჰქონდა მის ცხოვრებაზე - ირაკლი რუხაძე

საქალაქო სასამართლოში, 2007 წლის 7 ნოემბრის - მიხეილ სააკაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე, მორიგი პროცესი გაიმართა. სხდომაზე მოწმის სახით გამოიკითხა ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი მფლობელი ირაკლი რუხაძე. მისი თქმით, ბადრი პატარკაციშვილის სიცოცხლე, ფაქტობრივად, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს "იმედში" განვითარებულ მოვლენებს შეეწირა.ბრალდება მიხეილ სააკაშვილს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების ხელში ჩაგდებას ედავება. სააკაშვილთან ერთად, ამ საქმეზე ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა."მე ეს ჩვენება მიცემული მაქვს 2014 წელს, თუ არ ვცდები, მერე დავიკითხე 2016-ში. მე ვთქვი, რომ, "იმედის" გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ, მას დაეწყო ღრმა დეპრესია, რომლიდანაც გამოვიდა იგი და დაიწყო გამოსვლა დაახლოებით, ალბათ, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. მაგრამ, ამ დროის განმავლობაში, მან დაკარგა ძალიან დიდი წონა, იყო ცუდად, არ დადიოდა ექიმთან, ვერ აიძულებდნენ, რომ ექიმთან წასულიყო და ამიტომ დაიძინა, ინფარქტი დაემართა და გარდაიცვალა. ასე პირდაპირ ვერ დავაკავშირებ ამ ყველაფერს, მაგრამ რეალურად ამას ჰქონდა უზარმაზარი გავლენა მის ცხოვრებაზე და მე მგონია, რომ ბოლოსდაბოლოს ეს ყველაფერი, რაც მოხდა და ის სიკვდილი... 52 წლის იყო ბადრი პატარკაციშვილი რომ გარდაიცვალა, და მერე ყველაფერი შეამოწმეს, ყველაფერი ნახეს და, რეალურად, მოკლული არ იყო და გარდაიცვალა იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, მიიყვანა თავისი თავი ამ მდგომარეობამდე“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

ასპინძა

რეგიონი • 1788354628

იოსებ ალიბეგაშვილი ასპინძის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა და მიმდინარე პროექტები დაათვალიერა

სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა იოსებ ალიბეგაშვილმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერთან, როსტომ მაგრაქველიძესთან ერთად, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან და საკრებულოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები, მოსახლეობის საჭიროებები, არსებული გამოწვევების დროული გადაჭრის გზები, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობასა და სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტიანი და კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა.სახელმწიფო რწმუნებულმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიც დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.ამ ეტაპზე ასპინძის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად ხორციელდება.შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები სერგი მუშკუდიანი და ვახტანგ მერაბიშვილი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი მარინა გაჩეჩილაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ბერიძე, ასევე მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები.

ბორჯომი

რეგიონი • 1788179957

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა იოსებ ალიბეგაშვილმა რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა იოსებ ალიბეგაშვილმა რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.შეხვედრაზე ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სკოლების მზადების პროცესი განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე, სასკოლო ფორმების რეალიზაციის ლოკაციების გამართულ მუშაობასა და შესაბამისი პერსონალის მზადყოფნაზე. ასევე, განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის საჭირო საკითხები.იოსებ ალიბეგაშვილმა რესურსცენტრების ხელმძღვანელებისგან რეგიონში არსებული მდგომარეობისა და საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა და აღნიშნა, რომ არსებული საკითხების ეფექტიანად გადაჭრისთვის შესაბამისი უწყებების ჩართულობა და კოორდინირებული მუშაობა მნიშვნელოვანია.სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ვახტანგ მერაბიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე მანანა ბალიაშვილი ესწრებოდნენ.

ტაბაწყურობა

რეგიონი • 1788168613

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლება „ტაბაწყურობის“ დღესასწაულს დაესწრნენ

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული იოსებ ალიბეგაშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერთან, მამუკა გელაშვილთან ერთად, სოფელ ტაბაწყურში გამართულ სახალხო დღესასწაულს — „ტაბაწყურობას“ დაესწრო.​სოფლის დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიებაზე მკლავჭიდში ტურნირი გაიმართა.​ღონისძიებას სოფლის მოსახლეობასთან ერთად ასევე ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ვახტანგ მერაბიშვილი, ბორჯომის მერის პირველი მოადგილეები ბიბო პაპიძე და გელა მაღრაძე.

კობახიძე

პოლიტიკა • 1786535272

ირაკლი კობახიძე: ანწუხელიძის წამება და მკვლელობა ახალი მომხდარი იყო და სააკაშვილი და მერაბიშვილი ხელგაშლილი ესაუბრებოდნენ რუს ტურისტებს და ბიზნესმენებს

მთელი არსი უცხოელი აგენტების არის ის, რომ უცხოელ აგენტს რასაც ავალებენ, იმას აკეთებს, მაშინ პატრონების ინტერესებში იყო, რომ აქაურ აგენტურას დამატებითი ეკონომიკური პრობლემები არ შეჰქმნოდა, მისცეს მარტივი დირექტივა, რომ სააკაშვილი უნდა დახვედროდა რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს ლარსის გამშვებ პუნქტზე, ახლა აქვთ განსხვავებული დავალება, იმიტომ რომ ახლა პირიქით, „დიფ სთეითის“ ინტერესებშია, უცხოური აგენტურა გამოიყენოს საქართველოსთვის ეკონომიკური ზიანის მისაყენებლად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.მისივე თქმით, მაშინ კონკრეტული ადამიანები გამოდიოდნენ ტექსტებით იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იყო რუსი ტურისტი, რუსული ფული საქართველოში, მიესალმებოდნენ ამ ყველაფერს და დღეს ეს ადამიანები არიან დანიშნულები მთავარ რუსოფობებად საქართველოში.„მთელი არსი უცხოელი აგენტების არის ის, რომ უცხოელ აგენტს რასაც ავალებენ, იმას აკეთებს. და მაშინ სააკაშვილს დავალებული ჰქონდა რუსებისთვის კარის გაღება, რუსი ტურისტებისთვის კარის გაღება, რომ დახვედროდა მათ ლარსის გამშვებ პუნქტზე და ა.შ. ეს იყო დავალება, ეს იყო მაშინ „დიფ სთეითის“ ხაზი. ერთ-ერთი მიზანი რა იყო – აგენტურა ჰყავდათ ხელისუფლებაში, მაშინ ისედაც უამრავი პრობლემა იყო 2008 წლის ომის შემდეგ, 2009 წლის ეკონომიკური ვარდნა და ა.შ. და მაშინ პატრონების ინტერესებში იყო, რომ აქაურ აგენტურას დამატებითი ეკონომიკური პრობლემები არ შეჰქმნოდა. აქედან გამომდინარე, მისცეს მარტივი დირექტივა, რომ სააკაშვილი უნდა დახვედროდა რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს ლარსის გამშვებ პუნქტზე. ახლა აქვთ განსხვავებული დავალება, იმიტომ რომ ახლა პირიქით, „დიფ სთეითის“ ინტერესებშია, უცხოური აგენტურა გამოიყენოს საქართველოსთვის ეკონომიკური ზიანის მისაყენებლად. მაშინ იყო საპირისპირო ინტერესი, საპირისპირო მიზანი. „დიფ სთეითს“ უნდოდა, რომ არ შეჰქმნოდა დამატებითი ეკონომიკური სირთულეები მის აგენტურას, როცა ის იყო ხელისუფლებაში, ახლა „დიფ სთეითის“ ინტერესებშია, რომ საქართველოს შეექმნას თუნდაც მცირე ეკონომიკური სირთულეები. ამიტომ მაშინ მიიღო სხვა დავალება აგენტურამ და დღეს მიიღო სხვა.სააკაშვილი მიესალმებოდა 2009-2010-2011 წლებში რუს ტურისტებს, როცა ერთი, ორი და სამი წლის მომხდარი იყო აგვისტოს ომი. როდესაც ახალი დაღუპულები იყვნენ ჩვენი სამხედროები, პოლიციელები, სამოქალაქო პირები, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 30 000 ადამიანს დაატოვებინეს სახლ-კარი. ახალი მომხდარი იყო ეს ყველაფერი და ანწუხელიძის წამება და მკვლელობაც ახალი მომხდარი იყო და მაშინ ხელგაშლილი ესაუბრებოდა რუსებს, რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს სააკაშვილი და მერაბიშვილი. თქვენ იცით, ვინ არიან დღეს დანიშნული მთავარ რუსოფობებად გარედან უცხოურ აგენტურაში, ეს არის ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე ფორმულას დამფუძნებელი და მაშინ ეს ადამიანები გამოდიოდნენ პირდაპირ ტექსტებით იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იყო რუსი ტურისტი, რუსული ფული საქართველოში, მიესალმებოდნენ ამ ყველაფერს. დღეს ეს ადამიანები არიან დანიშნულები მთავარ რუსოფობებად საქართველოში. ერთ-ერთი მათგანი, ფორმულას დამფუძნებელი რუსებზე ყიდის ბინას და თან რუსოფობად არის დანიშნული. ამ ყველაფრიდან ხომ ჩანს, რომ სინამდვილეში ესენი არიან უცხოელი აგენტები, რასაც დაავალებენ გარე ინტერესების მიხედვით, იმას გააკეთებენ“, – განაცხადა კობახიძემ.

ნინო ფოჩხუა

პოლიტიკა • 1785842314

ნინო ფოჩხუა: ირაკლი კობახიძის წერილმა კიდევ ერთხელ ახადა ფარდა ჩვენს ოპოზიციას - აქაური უსამშობლო აგენტურა გარე დავალების აქტიური და უპირობო შემსრულებელია, არ იყო მკაცრი რიტორიკა 2008 წლის ომზე უცხოელი პატრონებისგან, ესენიც შესაბამისად მოქმედებდნენ

ირაკლი კობახიძის წერილმა კიდევ ერთხელ ახადა ფარდა ჩვენს ოპოზიციას,- ამის შესახებ ექსპერტი, ნინო ფოჩხუა წერს სოციალურ ქსელში. ნინო ფოჩხუას განცხადებით, საქართველოს გარედან დაფინანსებულია აგენტურის ქმედებები სწორეს იმაზე მიუთითებს, რომ ისინი დავალებების უპირობო შემსრულებლები არიან, რამდენადაც მათ უკრაინის ომზე უფრო მეტად შესტკივათ გული, ვიდრე 2008 წლის აგვისტოს ომზე და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. მეტად საოცარ მოვლენასთან გვაქვს საქმე. 2022 წელს, როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ჩვენს დესტრუქციულ, ფსევდოლიბერალურ ოპოზიციაში მეტად გაუგებარი მიდგომა გამოიკვეთა. კერძოდ თუ კი 2008 წლის ომი რუსეთთან და ოთხ დღეში ომის დამთავრება, რასაც მოჰყვა საქართველოს 20% ოკუპაცია, მათ რუსთაველზე გამარჯვების აღლუმით აღნიშნეს, რუსეთ-უკრაინის ომი მათთვის უმძიმეს ტრაგედიად იქცა. თავად უკრაინელები არ "განიცდიან" ისე, როგორც ჩვენი ფსევდოლიბერალები ამ ომს, ვის სჯერა ამისი, ეს ხომ ფარსია. ომი ახალი დამთავრებული იყო, როცა „ნაც.მოძრაობამ“ არანაირი მკაცრი პოლიტიკა არ გაატარა რუსეთის მიმართ, ის კი არა და ჩვენს საზღვრებს შეესიენ რუსი ტურისტების მოსაზიდად, ახალისებდნენ რუსულ ბიზნესს, რომ როგორმე შემოეყვანათ ქვეყანაში, გვახსოვს მერაბიშვილისგან, ფულს სუნი არ აქვსო. რამდენიმე წლის შემდეგ კი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუქმდა.ყველაფერი ეს ხომ მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ აქაური უსამშობლო აგენტურა გარე დავალების აქტიური და უპირობო შემსრულებელია. არ იყო მკაცრი რიტორიკა 2008 წლის ომზე უცხოელი პატრონებისგან, ესენიც შესაბამისად მოქმედებდნენ. აღმოჩნდა რომ უსამშობლოებს საქართველოზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული, რადგან ასეთი დირექტივა აქვთ მიღებული და რომელსაც ბრმად ასრულებენ. ამის ახსნა კი ჩვენი საზოგადოებისთვის თუ რატომ, ძალიან ადვილია.“- წერს ნინო ფოჩხუა.

ლიზა გეგეჭკორი

პოლიტიკა • 1784741645

ლიზა გეგეჭკორი ლაშა ბერულავას განცხადებაზე: ახია ჩვენზე, თავის დროზე რომ არ შევახსენეთ ყველას, ვინ ვინაა რეალურად - ბერულავა იყო “ნაცების” რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური გამპრავებელი, მერაბიშვილის მიერ შექმნილი droni.ge და itv.ge-ს ერთ-ერთი მმართველი

ჯერ ერთი რ2-ს, რომელიც სიმართლისა და ქვეყნის მხარეს დგას არაფერი სამარცხვინო არ აქვს და მეორე - ეს, ლაშა ბერულავა, იყო ნაცების რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური გამპრავებელი, - ასე ეხმიანება ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი ლაშა ბერულავას პოსტს, სადაც ის წერს, რომ “რუსთავი 2”-ის ნაცვლად რცხვენია.გეგეჭკორის განცხადებით, ბერულავას და მისი თანამოაზრეების “მორალური პედესტალიდან ჯღაბნა” იმის ბრალია, რომ საზოგადოებამ თავის დროზე არ შეახსენა ყველას, რეალურად ვინ ვინ არის. “ამათი მორალური პედესტალიდან ჯღაბნა მართლა ყელშია უკვე და ახია ჩვენზე, თავის დროზე რომ არ შევახსენეთ ყველას ვინ ვინაა რეალურად ალბათ ამის ბრალია, რომ ცდილობენ კაიტიპები ითამაშონ - ჯერ ერთი რ2-ს რომელიც სიმართლისა და ქვეყნის მხარეს დგას არაფერი სამარცხვინო არ აქვს და მეორე - ეს, ლაშა ბერულავა, იყო ნაცების რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური გამპრავებელი, მერაბიშვილის მიერ შექმნილი droni.ge და itv.ge-ს ერთ-ერთი მმართველი, მისი ცოლი კი ნაცების ყველაზე ბინძური რუპორის, რეალტივის ჭურნალისტი! ნაპრავები აქვთ დაწყებული გირგვლიანის თუ ბუტას მკვლელობით აბსოლუტურად ყველა სისასტიკე, რაც ნაცებს ჩაუდენიათ! ამათ სულ ოდნავი თავმოყვარეობა რომ ჰქონდეთ, საერთოდ ხმას არ უნდა იღებდნენ, მაგრამ სად ნაცი, სად თავმოყვარეობა!” - წერს ლიზა გეგეჭკორი. 

ირაკლი რუხაძე

პოლიტიკა • 1784015437

ირაკლი რუხაძე: სააკაშვილთან ბადრი პატარკაციშვილის დაპირისპირება დაიწყო გირგვლიანით. "იმედმა" როცა აჩვენა, რომ გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ, ეს იყო, რამაც ფაქტობრივად გააჩერა და დაძაბა ჩვენი ურთიერთობა მთავრობასთან

"სააკაშვილთან [ბადრი პატარკაციშვილის] დაპირისპირება იწყება გირგვლიანით. როცა მოხდა გირგვლიანი, იყო როცა აფეთქდა ბოლოს და ბოლოს. შეიძლება ეს ყველაფერი მზადდებოდა და ორთქლი გროვდებოდა, მაგრამ აფეთქება გამოიწვია გირგვლიანმა", - ამის შესახებ ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში "საქართველოს დაბადება" განაცხადა.რუხაძის თქმით, მას შემდეგ, რაც "იმედმა" განაცხადა, რომ სახელმწიფომ მოკლა სანდრო გირგვლიანი, დაიწყო დაძაბული ურთიერთობა ხელისუფლებასთან, რამაც ფაქტობრივად მისი და ბადრი პატარკაციშვილის ბიზნეს საქმიანობა გააჩერა."იმიტომ, რომ ბადრის კამერებმა გადაიღეს ის მანქანები, ბადრის სახლი არის იქ. ყველას ჰგონია, რომ ქორწინების სასახლეში ცხოვრობდა, მაგრამ იქ ოფისი ჰქონდა, ცხოვრობდა მთაწმინდაზე და ეხლაც მისი ოჯახის სახლია. მთაწმინდაზე როცა ეს მანქანები მიდიოდნენ იქ, სადაც ეს უბედურება მოხდა, ამ საწყალი ბიჭის, ის გადაიღეს ბადრის კამერებმა, სახლის. ამიტომ ჩვენ გვქონდა კამერები, ნომრები მანქანების და ზუსტად ვიცოდით, ნომრები დადგენილი გვქონდა, რომ ეკუთვნოდა მერაბიშვილის უწყებას. სახელმწიფო ნომრები იყო და ბადრიმ თქვა, რომ ეს აჩვენოს „იმედმა“ და ვერ გაგვაჩერეს. ყველა გვაჩერებდა, ჩემზე გამოდიოდნენ, ყველაზე გამოდიოდნენ... ვერ გაგვაჩერეს და აქედან დაიწყო აფეთქება. "იმედმა" როცა აჩვენა, რომ გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ, ეს იყო, რამაც ფაქტობრივად რაღაც მომენტამდე შეუბრუნებლად გააჩერა და დაძაბა ჩვენი ურთიერთობა მთავრობასთან. იმის მერე ტენდერი არ მომიგია მე. მოგებულ ტენდერებს მიუქმებდნენ. ჩუმად ვმონაწილეობდი, რომ მე არ დავენახე. იყო რამოდენიმე ტენდერი, რომელიც ესე გავაკეთეთ, რომ მე არ დავენახე, რომ ვმონაწილეობდი. მე ვმართავდი ბადრის ფულს მაშინ, რაღაც ნაწილს. ყველაფერი წაგვაგებინეს. როგორც კი მე გამოვჩნდებოდი, იმ წუთში წაგვაგებინებდნენ. ბადრი თუ გამოჩნდებოდა, ხომ საერთოდ კატასტროფა იყო. ეს იყო, სანამ არ მოხდა ეს გარიგება რკინიგზაზე და "იმედის" გაცვლაზე", - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

ზურაბ ქადაგიძე

პოლიტიკა • 1779385370

ზურაბ ქადაგიძე: არსებობს რაღაც პოლიტკონიუქტურა, რომელსაც „გლობალური ომის პარტიას“ ვეძახით და თუ მათ მოერგები, ჩათვალე, რომ კაცის მკვლელობასაც, ადამიანის უფლებების შელახვასაც, კერძო საკუთრების ხელყოფასაც და ბიზნესის რეკეტსაც ყველა „გაგიპრავებს“

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე დანიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნებში საპროტესტო აქციების დაშლის პრაქტიკა საქართველოს შემთხვევისგან განსხვავდება და ეს არის მაგალითი იმისა თუ რა არის დანაშაული და არა რაიმეს აღკვეთა. ამის მაგალითად კი დანიას, აშშ-სა და საფრანგეთს ასახელებს.„ნებისმიერი აქცია-მანიფესტაცია, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში გადაიზრდება, სამართალდამცველების მხრიდან აბსოლუტური ძალის გამოყენებას იწვევს,“ -აცხადებს დეპუტატი და განმარტავს, რომ საქართველოში წარსულში თავადაც გამხდარა აქციის ძალადობრივი დაშლის მსხვერპლი და აღნიშნავს, რომ 2012 წლამდე საქართველოს ხელისუფლების ქმედებები დასავლეთის მხრიდან კრიტიკის საგანი მხოლოდ მოგვიანებით გახდა.“დანიის მაგალითი შეიძლება ითქვას, ამ მოცემულ მომენტში გამოგვადგება საილუსტრაციოდ, რათა რეალურად დავანახოთ საზოგადოებას და ვაჩვენოთ განსხვავება - რა არის რაიმეს აღკვეთა და რა არის დანაშაული, თუნდაც პოტენციური. რეალურად, ჩვენ არამხოლოდ დანიის, არამედ ამერიკაში მიმდინარე სტუდენტური აქციების დარბევებიც გვაქვს მაგალითად, ასევე საფრანგეთში „ყვითელ-ჟილეტიანების“ აქციები და ა.შ. ეს ქმედებები ყოველთვის იყო კამპანიური ხასიათის ხელისუფლებების მხრიდან. მეთოდებზე როდესაც ვსაუბრობთ, ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი მთელ მსოფლიოში, რომ ნებისმიერი პროტესტი, ნებისმიერ აქცია-მანიფესტაციაზე, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში გადაიზრდება, სამართალდამცველი აბსოლუტურ ძალას იყენებს. ბრიუსელში, ამერიკაში ასეთი მეთოდებით პროტესტის აღკვეთა დემოკრატიის გამოვლინებად ითვლებოდა. დანიის მაგალითზე მახსენდება 15 ივნისი, როდესაც დაახლოებით 100 ახალგაზრდა, ყველა წესის დაცვით, ვკითხულობდით განცხადებას. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ქართული სასამართლოს დასკვნაც, ევროპამაც შეაფასა და დაზარალებულებად ვართ ცნობილი - თავს დაგვესხა პოლიცია. მხოლოდ მე ვკითხულობდი წერილს. სამართლებრივად ასე გვქონდა გაწერილი, არავინ ხმას არ იღებდა, არანაირი მოწოდებები არ იყო. ვიდექით ახალგაზრდები და მხოლოდ მე ვკითხულობდი წერილს, სადაც ეწერა: „ნუ დაგვდევთ სახლებთან, თუ დამნაშავეები ვართ, აქ ვდგავართ ახლა და მობრძანდით, გვითხარით, რომ ბრალი გვედება და ჩვენ თვითონ გამოგყვებით“. ამ ტექსტის წაკითხვაც არ დამამთავრებინეს, ვანო მერაბიშვილის პერიოდი იყო, და აბსოლუტური შტურმი მოგვიწყეს. ალყაში მოგვაქციეს და საშინელებები ჩაიდინეს. ისეთი ფაქტები მოხდა, რომ ადგილობრივ ტელევიზიებსა და ინტერნეტმედიებს კამერებიც კი წაართვეს. ეს იყო მაშინ ევროპული სტანდარტი. შემდეგ ქალბატონი ზღულაძე გამოვიდა და პირდაპირ თქვა აბსურდი, რაღაც ყურით მოთრეული მიზეზი მოიგონა, თითქოს ამის გამო გაგვისწორდნენ ასე. საბედნიეროდ, რამდენიმე კადრი შემორჩა და ამის საფუძველზე ევროპამ ძალიან მკაცრად შეაფასა ეს ფაქტი. მათ მაშინდელ ხელისუფლებასთან კომუნიკაციაც ჰქონდათ, თუმცა ხელისუფლებამ ამას ყურადღება არ მიაქცია და მხოლოდ 2013 წლის შემდეგ გვაღიარეს მსხვერპლად. ეს იყო მაშინ ევროპული სტანდარტი. ასე ამართლებდა ამ ფაქტს მიხეილ სააკაშვილი და მისი მეგობარი ელჩები, რომლებიც დღეს თურმე აღშფოთებულები არიან, როდესაც სახელმწიფო ლეგიტიმურ უფლებას იყენებს, ახლა ეს არადემოკრატიულია. მაშინ არც ერთის ხმა არ გაგვიგია და ასეა ახლა დანიაშიც. ამიტომ ვამბობ, არსებობს რაღაც ჩარჩო ხელშეკრულებასავით, კულისებში დაწერილი რეკომენდაციები და პოლიტკონიუქტურა, რომელსაც თუ მოერგები, ჩათვალე, რომ კაცის მკვლელობასაც, ადამიანის უფლებების შელახვასაც, კერძო საკუთრების ხელყოფასაც და ბიზნესის რეკეტსაც ყველა „გაგიპრავებს“ - ოღონდ იმ პირობით, რომ იმ პოლიტკონიუქტურაზე უნდა იყო დამოკიდებული, რასაც ჩვენ „დიფ სთეითს“ და „გლობალური ომის პარტიას“ ვეძახით, საიდანაც იმართებიან ის მარიონეტები, რომელთა ერთი ფილიალიც 26 მაისს აქციის ჩატარებას გეგმავს,”-განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.         

დავით ქართველიშვილი

პოლიტიკა • 1778760772

გიორგი გახარიას ჰყავდა და ჰყავს პარტიაში არა მხოლოდ მამალი ნაცები, არამედ სისხლიანი რეჟიმის მსახურები და ეს კრიმინალები სიის ათეულშიც კი შეიყვანა - დავით ქართველიშვილი

ბოლო პერიოდში, საქართველოდან გაქცეული გახარიას პარტიის „მინიონები“ ავრცელებენ დეზინფორმაციულ და ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელ განცხადებებს „ქართული ოცნების“ გუნდის წევრების შესახებ, თითქოს კონკრეტული პოლიტიკოსები წარსულში ნაცმოძრაობის კრიმინალური რეჟიმის წევრები იყვნენ - წერს “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს,ამ სიბინძურეს გაქცეული გახარიას დავალებით მისი ჩამოქცეული პარტიის უნიჭო წევრები აკეთებენ მხოლოდ ერთი - გაღმა შედავების პრინციპით.მისივე შევასებით, თავად გახარიას ჰყავდა და ჰყავს პარტიაში არა მხოლოდ მამალი ნაცები, არამედ სისხლიანი რეჟიმის მსახურები და ეს კრიმინალები სიის ათეულშიც კი შეიყვანა.„ბოლო პერიოდში, საქართველოდან გაქცეული გახარიას პარტიის „მინიონები“ ავრცელებენ დეზინფორმაციულ და ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელ განცხადებებს „ქართული ოცნების“ გუნდის წევრების შესახებ, თითქოს კონკრეტული პოლიტიკოსები წარსულში ნაცმოძრაობის კრიმინალური რეჟიმის წევრები იყვნენ.ამ სიბინძურეს გაქცეული გახარიას დავალებით მისი ჩამოქცეული პარტიის უნიჭო წევრები აკეთებენ მხოლოდ ერთი - გაღმა შედავების პრინციპით. საქმე იმაშია, რომ თავად გახარიას ჰყავდა და ჰყავს პარტიაში არა მხოლოდ მამალი ნაცები, არამედ სისხლიანი რეჟიმის მსახურები და ეს კრიმინალები სიის ათეულშიც კი შეიყვანა. მაშ ასე:1 - ზაზა თავაძე - იყო ნაცმოძრაობის სისხლიანი რეჟიმის ძალოვანი სისტემის საკვანძო ფიგურა და ადეიშვილის მარჯვენა ხელი2004 წელს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; 2004-2007 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შემდეგ კი – ამავე დეპარტამენტის უფროსი; 2007-2008 წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი; 2008-2010 წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მინისტრის მოადგილე; 2010 წლის 30 მარტიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი2 - ნათელა მეზვრიშვილი - იყო ადეიშვილის პროკურატურის ჯალათი პროკურორი2006-2007 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სტაჟიორი. 2007-2009 წლებში იყო ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი. 2009 წელს იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი. 2009-2010 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი. 2010-2012 წლებში მეზვრიშვილი იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი.3 - კახაბერ ქემოკლიძე - იყო ჯერ მერაბიშვილის, ხოლო შემდეგ ახალაიას ძალოვანი სისტემის მსახური2005 წელს - საქართველოს პარლამენტი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, სტაჟიორი;  2011-2012წწ. -  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი, ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი ანალიტიკოსი;აი ამ ჯალათებით დაკომპლექტებული პარტია სხვისკენ იშვერს ხელს და ნაცების გუნდში ყოფნაზე აპელირებს.4 - ტატიანა ხვედელიანი - იყო ლადო ვარძელაშვილის მარჯვენა ხელი, პოლიტიზირებული სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე და ზონდერი სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტებში აწარმოებდა სისხლიანი რეჟიმის აგიტაციას.” - წერს ქართველიშვილი.

გიორგი გამსახურდია

პოლიტიკა • 1778081585

გიორგი გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)- ასეთი ეგო ტანჯავს და ტანჯავდა ამ არატრადიციულ ადამიანს

“2007 წელს გახლდით, ქვემო ქართლის შს სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ამ ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მერე მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა) და დადგა ღონისძიებაში მონაწილე ბიჭების გადარჩენის საკითხი.”- წერს გიორგი გამსახურდია მეუფე ზენონის შესახებ.გამსახურდიას თქმით, მას “ესეთი მიდგომა გააჩნდა კათოლიკეებისადმი, დღეს რომ ვითომ "ქულ" ტიპად გვევლინება.”“2007 წელს გახლდით, ქვემო ქართლის შს სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ამ ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მერე მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა) და დადგა ღონისძიებაში მონაწილე ბიჭების გადარჩენის საკითხი. სამხარეოს უფროსს, ჩემ მეგობარს, ცხონებულ კობას, პირდაპირ უთხრა, მოვიდეს ვანო და მაგან მომიხადოს პირადად ბოდიშიო. მერაბიშვილი იყო მაშინ შს მინისტრი. მერე მოხდა კომუნიკაცია მერაბიშვილს და მას შორის და ბიჭების თემა დალაგდა. ეს ე.წ. მეუფე კიდევ დარბოდა და გაიძახოდა, ხომ მოვახდევინე მაგ თქვენ ვანოს ბოდიში და ეგ კათოლიკე სატანისტი ხომ მეამბორა ხელზეო. აი ესეთი ეგო ტანჯავს და ტანჯავდა ამ არატრადიციულ ადამიანს და ესეთი მიდგომა გააჩნდა კათოლიკეებისადმი, დღეს რომ ვითომ "ქულ" ტიპად გვევლინება.”- წერს გამსახურდია.

✕