პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენი ურთიერთობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებით საამაყოა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები.
„განსაკუთრებით ვაფასებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან იმ ურთიერთობებს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ვითარდება და ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ ამ ურთიერთობებით, რომელიც არსებობს საქართველოსა და აშშ-ს შორის. ჩვენი სამინისტროს, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენს პარტნიორთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ყოველდღიურ რეჟიმში, ერთი მხრივ, ვიმუშაოთ ძალიან ახლოს, ხოლო მეორე მხრივ, გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ ის ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც ჩამოგვიყალიბდა წლების განმავლობაში, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყო და მნიშვნელოვანია. ჩვენი ურთიერთობები აშშ-სთან არის განსაკუთრებულად ღირებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით ამ ურთიერთობებს, რომელიც არის საწინდარი ჩვენი მომავალი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გასაძლიერებლად და გასაღრმავებლად“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.