სალომე გოგიაშვილისა და ლიკა შენგელიას კონფლიქტის შემდეგ, შენგელიას ექს მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1759829249
უვიზო მიმოსვლა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის დამსახურებით მივიღეთ, მას არაფერი არ აქვს გადასარჩენი თუ კი, იქნება სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტის მიერ, უვიზო მიმოსვლის სავარაუდო შეჩერებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო ყოველთვის ძალიან კარგად ასრულებდა იმ ვალდებულებებს, რაც უკავშირდება ევროკავშირთან ურთიერთობებს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებას.
„ასე ძალიან როგორ გინდათ (უვიზო მიმოსვლის შეჩერება)? შემიძლია დაგამშვიდოთ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო არ შეგიწყდებათ. „ქართული ოცნების“ პოლიტიკის დამსახურებით მივიღეთ ჩვენ უვიზო მიმოსვლა. „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო დაგარწმუნებთ, რომ თქვენ ეს საფრთხე არ გემუქრებათ.
უვიზო მიმოსვლას არაფერი არ აქვს გადასარჩენი თუ კი, იქნება სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით. საქართველო ყოველთვის ძალიან კარგად ასრულებდა იმ ვალდებულებებს, რაც უკავშირდება ევროკავშირთან ურთიერთობებს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებას. თუ კი, ვინმეს შეიძლება, ეჭვები ჰქონდეს, ვინ არ ასრულებს თუ ვინ არ ითვალისწინებს ამ ვალდებულებებს, ეს სხვა მხარეს არის.
ჩვენ ამაზე არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ინსტრუმენტალიზაცია ევროკავშირთან ურთიერთობების. სხვა მიზეზი, სხვა საფუძველი არ არსებობს, რომ ამ თემაზე საქართველოსთან მიმართებით საერთოდ საუბარი იყოს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.