გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
1759845307
ანგელა მერკელის სკანდალური ინტერვიუ - გერმანიის ყოფილი კანცლერი ამბობს, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ამ პროცესს კი ხელი პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა შეუშალეს. ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყებამდე რუსეთსა და ევროპას შორის დიალოგს ხელი შეუშალეს.
მერკელის ინტერვიუ თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა - მმართველ გუნდში მერკელის განცხადება არის იმის დასტური, რომ შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ ამ სცენარის ერთ-ერთი ნაწილია.
"ანგელა მერკელის განცხადება არის სახელმძღვანელო ყველასათვის, რომელ მხარესაც არ უნდა იდგეს ადამიანი, რა გამწარებულიც არ უნდა იყოს ნებისმიერი მიზეზით, უნდა გაითვალისწინოს, რომ არის გარკვეული პროცესები, რომლებიც ფარდის მიღმა მიმდინარეობს და შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ არის ამ სცენარის ერთ-ერთი, მცირე, მაგრამ ჩვენთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანი ნაწილი.
ანგელა მერკელის განცხადება კიდევ ერთხელ მიუთითებს კონსპირაციაზე, ბნელ გეგმებსა და ზრახვებზე, "დიფ სთეითის" არსებობაზე და ეს არ არის შეცდომები, ეს არის განზრახ ჩადენილი ქმედებები“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.