პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანული მედია Deutsche Welle-ს ინტერვიუ მისცა.
ჟურნალისტმა ზურაბიშვილს ჰკითხა, საქართველოს თხოვნა დასავლეთის მიმართ, მეტი მხარდაჭერისა და ყურადღების შესახებ, მოიცავდა თუ არა სამხედრო დახმარებას, იარაღის მიწოდებასა და წვრთნების ჩატარებას.
„ვფიქრობ, მუდამ შეგვიძლია გვქონდეს მეტი თავდაცვითი იარაღი, მხოლოდ ეს შეუძლია საქართველოს. გვქონდა არც თუ ისე მცირე წვრთნები, 2 თვის წინ გვქონდა NATO-ს წვრთნები. გვქონდა წვრთნები პირდაპირ ბრძოლის ველზე, როცა ქართველი ჯარისკაცები, საკმაო რაოდენობით, გერმანელებთან ერთადაც, ავღანეთში იყვნენ. NATO მიგვიჩნევს ინტეგრაციის პოლიტიკის ერთ-ერთ კარგ მოსწავლედ.
რაც გვჭირდება, არის უფრო ჩქარი და დამარწმუნებელი გზა ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციისკენ, რადგან ეს არის ჩვენი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი. ასეთ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს ომი იმიტომ, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ რუსეთთან ომის მოგებას“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.