LIVE: დაიწყო ისტორიული შეხვედრა, რომელიც მთელი მსოფლიოს ინტერესშია
1755284991
პარტიამ "ლელო საქართველოსთვის" უკრაინის დასახმარებლად შეგროვებულ ნივთებს ქვეყანაში აგზავნის.
პარტიის თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა და გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის ინიციატივით, უკრაინაში გასაგზავნად 25 გენერატორი, პირველადი მოხმარების ნივთები, საკვები და ტანსაცმელი მოგროვდა.
ყუთებზე, რომელშიც გენერატორებია მოთავსებული, რუსულენოვანი წარწერა „Урал“ არის დატანილი. უცნობია, რომელი ქარხნის მიერ დამზადებული მოწყობილობები შეიძინა ლელომ უკრაინაში გასაგზავნად.
საქართველოს ბაზარზე შემორჩენილი ამ ფირმის გენერატორები რუსული წარმოებისაა. დარჩენილია 3 და 4 კკილოვატიანი გენერატორები. საათში 1 ლიტრამდე ბენზინს წვავს.