რა დაავადებებზე შეიძლება მიუთითებდეს ხშირი მთქნარება
1734970963
უნგრეთის ევროპის საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვმარტეთ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი აქვს, თუმცა გვსურს, პროცესი არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური მანიპულაციებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთის ევროპის საქმეთა მინისტრთან, იანოშ ბოკასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„უნგრეთის ევროპის საქმეთა მინისტრთან დეტალებში განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ის, თუ რა დგას საქართველოს ხელისუფლების გზავნილის უკან და რატომ გაკეთდა ის განაცხადი მოლაპარაკებების საკითხის დღის წესრიგში არდაყენებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ განვმარტეთ, რომ საქართველოს, რა თქმა უნდა, სურვილი აქვს, ევროკავშირში გაწევრიანების, თუმცა ჩვენი სურვილია, ეს პროცესი არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური მანიპულაციებისთვის და ქვეყნის შიგნით პოლარიზაციის გასაღრმავებლად“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, გახსნილი საუბარი შედგა ევროკავშირის უმაღლესი პირების შეხვედრის წინ გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით.
„ჩვენ ასევე გვქონდა ძალიან გახსნილი საუბარი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ჟღერდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან მოლოდინებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება, გვქონდეს ევროკავშირის უმაღლესი პირების შეხვედრის შემდგომ მომდევნო კვირაში და ზოგადად, მომავალში როგორ შეიძლება, გავაგრძელოთ მუშაობა იმისათვის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ნაკლებად იყოს ისეთი გამოწვევების წინ, რა გამოწვევების წინაც დღეს დგას საქართველო და უფრო მეტად ორიენტირებული იყოს კონკრეტულ რეფორმებზე, კონკრეტულ ნაბიჯებზე, რაც საქართველოს ევროკავშირში წევრობამდე მიიყვანს. ასევე, ზოგადად ვისაუბრეთ ევროკავშირის გაფართოების პროცესთან დაკავშირებით და იმ გამოწვვეებზე, რაც დგას ევროკავშირის წინაშე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.