vasil maglaferidze

„უნდათ შექმნან ახალი ადამიანები, რომელთაც არც სამშობლო ეხსომებათ, არც ისტორია“ - ვასილ მაღლაფერიძე ოპოზიციაზე

,,ლევან ბერძენიშვილმა ერეკლე მეფე მოღალატედ გამოაცხადა. ჩვენთან სიტყვის სრული თავისუფლებაა და ყველას შეუძლია, რაც ენაზე მოადგება, ნებისმიერი სისულელე თქვას, თუმცა, ლევან ბერძენიშვილი სულელი არ არის და ზუსტად იცის, რას ამბობს და რატომ ამბობს. რასაკვირველია, მან ისიც მშვენივრად იცის, რომ ერეკლეს ლანძღვით ისტორიას აყალბებს, თუმცა, მას ისტორია არც აინტერესებს,” - ასე ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე ლევან ბერძენიშვილს.

როგორც მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს, ბერძენიშვილი იმ იდეოლოგიურ ხაზს აგრძელებს, რომლის ძირითადი სამიზნეც ახალგაზრდობაა და რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ეროვნული ცნობიერების წაშლას.

,,ლევან ბერძენიშვილმა ერეკლე მეფე მოღალატედ გამოაცხადა. ჩვენთან სიტყვის სრული თავისუფლებაა და ყველას შეუძლია, რაც ენაზე მოადგება, ნებისმიერი სისულელე თქვას, თუმცა, ლევან ბერძენიშვილი სულელი არ არის და ზუსტად იცის, რას ამბობს და რატომ ამბობს. რასაკვირველია, მან ისიც მშვენივრად იცის, რომ ერეკლეს ლანძღვით ისტორიას აყალბებს, თუმცა, მას ისტორია არც აინტერესებს. სინამდვილეში იგი აგრძელებს იმ იდეოლოგიურ ხაზს, რომლის ძირითადი სამიზნეც ახალგაზრდობაა და რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ეროვნული ცნობიერების წაშლას. უნდათ, რომ შექმნან ახალი ადამიანები ანუ სტერილური მანქურთები, რომელთაც არც სამშობლო ეხსომებათ, არც - ისტორია, არც - ის, თუ საიდან მოდიან და არც იმაზე იფიქრებენ, საით მიდიან. ერეკლესთვის მოღალატის დაძახებას თუ მიგვაჩვევენ, მერე ახალი ყაიდის გმირებს შეგვთავაზებენ, ისეთებს, რომლებიც კაცობრიობის აქამდე არსებული ღირებულებათა სისტემაში სამარცხვინოდ მიაჩნიათ. ლევან ბერძენიშვილი მარტო არ არის ამ საქმეში, ამ იდეოლოგიის დამკვიდრებას უსამშობლოთა მთელი კლასტერი ემსახურება და ასეთი გამოხდომები სწორედ ამ კლასტერის წევრების შეკავშირება-შედუღაბებასაც ემსახურება! ერეკლე მოღალატეა, სამშობლო კი არ არსებობს - ანუ ყველა ის ფასეულობა უნდა ამოიძირკვოს, რასაც ქართული ფენომენი ეფუძნება.

რატომ დაემართათ ასე და რამ დაუნთოთ გულებში სიძულვილის ხანძარი, ფსიქოლოგების კვლევის საგანია, მაგრამ ერეკლე მეფისთვის მოღალატის ძახილი მხოლოდ ისტორიის გაყალბება კი არ არის, არამედ ძირითადი ადამიანური ღირებულებების თავდაყირა დაყენების მცდელობის გაგრძელებას წარმოადგენს. ისეთი გარემოს და ვითარების შექმნას ისახავს მიზნად, სადაც სიკეთეს ბოროტება ერქმევა, იუდას - გმირი, ვაჟკაცობა სამარცხვინო გახდება, ხოლო - ჩახდა და ფორთხვა საამაყო! ცხადია, რომ ამ გარემოსთვის ერეკლე მიუღებელია და ხელს უშლით, ოღონდ მხოლოდ ერეკლე კი არა, მიუღებელია ყველაფერი ქართული. ნაბიჯ-ნაბიჯ და დაჟინებით ცდილობენ, რომ ეროვნული მეხსიერების ფესვებში საწამლავი ჩაასხან! თითქოს უცნაურია, რომ მაინცდამაინც ერეკლე ამოიჩემეს - თხუთმეტი წლის ყმაწვილი შევიდა პირველ ომში და ლამის ოთხმოცი წლისაც წინა ხაზზე იბრძოდა. თუმცა, სინამდვილეში, სწორედ მაგიტომ ვერ იტანენ! ერეკლეს რომ მოღალატედ გამოაცხადებ და ყველაფერს გააუკუღმართებ, მერე თავად იოლად დაიბრალებ გმირობასაც და ბრძნობასაც. ორასი წლის ძნელბედობის შემდეგ ქართლ-კახეთს ისევ ქრისტიანი მეფე ეღირსა, რომელმაც ვეება იმპერიებს შორის მოქცეული განადგურებული და გაპარტახებული ქვეყანა ფეხზე წამოაყენა! დღეს რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე დამოუკიდებელი სახელმწიფოა, საქართველო რომ ევროპული მსოფლმხედველობის ქვეყანაა და ევროპის სრულუფლებიან წევრობას ვესწრაფვით, ამაშიც ერეკლე მეფეს უზარმაზარი წვლილი უძევს! სამაგიეროდ კი ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ ერეკლე მოღალატეა, სამშობლო არ არსებობს და ამ სიმართლით უნდა ვიცხოვროთ?! ვითომ შორს წავალთ ამ სიმართლით?! ერეკლეს მოღალატედ გამოცხადება არ არის უბრალო საკითხი, სინამდვილეში დივერსიაა ეროვნულ ცნობიერებაზე და ეროვნული ნიჰილიზმის გაღვივებას ისახავს მიზნად. ამას რომ მივეჩვევით, მერე ახალი თემა წამოვა, თუმცა, ერთი სიკეთე ამ მავნეობასაც ახლავს, ვინაიდან ერთგვარი სწრაფი ტესტია, რომელიც იოლად ადგენს, ვინ რომელი კლასტერის წევრია და ვინ რისთვის ცხოვრობს ამ ქვეყნად.” წერს მაღლაფერიძე.

მთავარი სიახლეები

ვიდეოები

1653161759

უკანასკნელი დღე "აზოვსტალში" - ვიდეოს "აზოვის" სპეცდანიშნულების პოლკის პრესსამსახურის ფოტოგრაფი აქვეყნებს

უკრაინის ეროვნული გვარდიის „აზოვის“ სპეცდანიშნულების პოლკის პრესსამსახურის ფოტოგრაფმა დმიტრი კოზაცკმა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე გადაღებული უკანასკნელი ვიდეო გამოაქვეყნა.შეგახსენებთ, რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში მყოფი ყველა მებრძოლი ჩაბარდა და ტერიტორია "სრულიად გათავისუფლდა".რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 16 მაისიდან 2 439-მა „ნეო-ნაცისტმა „აზოვისა და უკრაინის ჯარისკაცმა“, რომლებიც ფოლადის ქარხანაში იმყოფებოდნენ, „იარაღი დაყარეს და ჩაბარდნენ“.

დაბომბეს

ომი უკრაინაში

სოციალური თემა

puli

1651821060

300-ლარიანი ვაუჩერი მთავრობისგან საჩუქრად - ნახეთ სად, როდის და როგორ შეძლებთ მის აღებას

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, იწყება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სუბსიდიის პროგრამა, რომელიც ფერმერების წახალისებას ითვალისწინებს.ფერმერებს ყოველ 1 ჰექტარ მიწაზე დაერიცხოთ 300 ლარი (ქულების სახით) და ამით 300 000-მდე ფერმერი ისარგებლებს.„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, აგრობარათების გამოყენება და „ლიბერთი ბანკიდან“ გაცემა 10 მაისიდან დაიწყება.ვის, როდის და სად დაერიცხება ქულებიქულები აგრობარათებზე ირიცხება. ქულების დარიცხვა და ამით სარგებლობა იმავე პრინციპით მოხდება, როგორც წინა წლებში იყო.პროგრამაში კვლავ „ლიბერთი ბანკი“ იქნება ჩართული. ქულები დაერიცხებათ აგრობარათის მფლობელებს. ხოლო ისინი, ვისაც აგრობარათი არ აქვთ, მაგრამ აქვთ შესაბამისი მიწის ნაკვეთი, 26 აპრილიდან შეძლებენ ბანკში ბარათის აღებას.სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰექტრიდან 1.25 ჰექტრამდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები, თანამესაკუთრეები.როდის დაიწყება ქულების დარიცხვააგრობარათებზე ქულების დარიცხვა 10 მაისიდან დაიწყება და განაღდება წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.ბარათით სარგებლობის ვადააგრობარათებზე დარიცხული ქულებით სარგებლობის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.რის შეძენას შეძლებენ ფერმერებიბარათზე დარიცხული ქულების გამოყენება შესაძლებელი იქნება შემდეგი საქონლის შესაძენად: სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; სათესლე და სარგავი მასალები.

სხვა სიახლეები

ოლენა ზელენსკა

ომი უკრაინაში 1653214210

რა არის ორი სიტყვა, რომლის მოსმენაც ოლენა ზელენსკას ქმრისგან ყველაზე მეტად სურს

უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ მეუღლესთან, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ინტერვიუ მისცა, რომელშიც თქვა, რომ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ქმარი თითქმის არ უნახავს.მისი თქმით, 24 თებერვალს ფანჯრის მიღმა უცნაურმა ხმებმა გააღვიძა. როდესაც თვალები გაახილა, ქმარი ოთახში არ იყო, გვერდით ოთახში გასულმა კი ვოლოდიმირისგან საშინელი სიტყვები მოისმინა: „დაიწყო“.იმ მომენტიდან, ​ოლენა აღიარებს, რომ ოცნებობს ქმრისგან მოისმინოს მხოლოდ ორი სიტყვა „ეს ყველაფერი დასრულდა", რაც ასე მნიშვნელოვანია ყველა უკრაინელისთვის.„მე ვცხოვრობ იმით, რომ ველოდები, როდის მეტყვის ამას. მე მესმის, რომ მე არ ვიქნები პირველი, ვისაც ის ამას ეტყვის, მაგრამ მინდა ამის მოსმენა ტელევიზიით მაინც", - თქვა ოლენა ზელენსკამ ინტერვიუში.

ზელენსკი

ომი უკრაინაში 1653213692

ზელენსკი მსოფლიოს სასურსათო კრიზისზე აფრთხილებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი 22 მილიონი ტონა საკვები პროდუქტების ექსპორტის ბლოკირებაში დაადანაშაულა - ამის შესახებ საერთაშორისო გამოცემა CNN წერს.ზელენსკის თქმით, თუ პორტებს არ აამუშავებენ, ბევრ ქვეყანას სასურსათო კრიზისი შეექმნება.“მსოფლიო საზოგადოებამ უნდა დაეხმაროს უკრაინას საზღვაო პორტების განბლოკვაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ენერგეტიკულ კრიზისს მოჰყვება სასურსათო კრიზისი და მას კიდევ ბევრი ქვეყანა შეექმნება. რუსეთმა დაბლოკა თითქმის ყველა პორტი და ყველა, ასე ვთქვათ, საზღვაო შესაძლებლობა საკვების ექსპორტისთვის - ჩვენი მარცვლეული, ქერი, მზესუმზირა და სხვა ბევრი რამ.მსოფლიოში კრიზისი იქნება. მეორე კრიზისი ენერგეტიკის შემდეგ, რომელიც რუსეთის მიერ იყო პროვოცირებული ახლა სასურსათო კრიზისს შექმნის. თუ არ განბლოკავთ უკრაინისთვის მარშრუტებს. აფრიკას, ევროპის ქვეყნებს, აზიას ეს საკვები პროდუქტები სჭირდებათ“, - თქვა ზელენსკიმ შაბათს კიევში, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრთან ანტონიო კოსტასთან მოლაპარაკების შემდეგ.ზელენსკიმ ასევე დაადანაშაულა მოსკოვი საკვები პროდუქტების "ეტაპობრივ მოპარვაში" და მათი გაყიდვის მცდელობაში.აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ომამდე ხორბლის მარაგი რუსეთიდან და უკრაინიდან შეადგენდა გლობალური ვაჭრობის თითქმის 30%-ს, ხოლო უკრაინა მსოფლიოში მეოთხე უდიდესი ექსპორტიორია. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა - რომელიც მსოფლიოს ეხმარება გლობალურ სასურსათო დაუცველობასთან ბრძოლაში, ყოველწლიურად თავისი ხორბლის ნახევარს უკრაინიდან ყიდულობს. გაერო ქვეყნებს აფრთხილებს, თუ უკრაინის პორტები არ გაიხსნება, შედეგები საშინელი იქნება.

პრემიერ-მინისტრი

პოლიტიკა 1653213322

ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც დავოსში, ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის ორმხრივი, მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლებთან.ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა შესაბამის პანელურ დისკუსიებზე.საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში , რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

ენტონი ბლინკენი

მსოფლიო 1653213248

VIDEO: „თანამშრომლებმა არ მომცეს ნება პუტინისთვის "ჩვენ აღარ ვიქნებით ერთად" მემღერა - ენტონი ბლინკენი

„ჩემმა თანამშრომლებმა არ მომცეს ნება, აქ გიტარა მომეტანა და პუტინისთვის ტეილორ სვიფტის სიმღერა "ერთად აღარ ვიქნებით" მემღერა“, - ეს ენტონი ბლინკენმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სტუდენტენთან სიტყვითა გამოსვლის დროს განაცხადა.შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ამ სიტყვებით მინიშნება გააკეთა, რომ ვაშინგტონის მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესება არ მოხდება."ჩემმა თანამშრომლებმა არ მომცეს ნება, აქ გიტარა მომეტანა, რომ პუტინისთვის ტეილორ სვიფტის სიმღერა, სახელწოდებით "ერთად აღარ ვიქნებით" მემღერა. ანუ აღარ ვიქნებით პრეზიდენტ პუტინთან. მათ თქვეს, რომ ეს "არადიპლომატიური" იქნებოდა." - თქვა ბლინკენმა. LIVE: Antony Blinken commencement address at Georgetown University https://t.co/iIE9wJPWyk — Reuters (@Reuters) May 21, 2022

ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 1653211533

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის 22-23-ე დღე. დღეს მთვარე თევზებში გააძლიერებს ემოციებს და გიბიძგებთ, იმოქმედოთ არც თუ ისე გონივრულად. მიზანშეწონილია, აქტიურ მოქმედებებს უპირატესობა მიანიჭოთ. გამონახეთ დრო კონფიდენციალური საუბრისთვის. ერიდეთ ინტრიგებსა და გაუწონასწორებელ ნაბიჯებს, რისი ალბათობაც ძალიან მაღალია.ვერძიშესაძლოა, თავი მოუსვენრად იგრძნოთ, გამორიცხული არაა, გაუთვალისწინებელმა სიტუაციამ ჩვეული რიტმიდან ამოგაგდოთ, მაგრამ თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, ყველაფერი მალე დალაგდება.კუროიმდენად შეიცვლება ვითარება, შესაძლოა, რეალობა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ. გამოიყენეთ სამყაროსგან ბოძებული შანსი, ეჭვს ნუ შეიტანთ ახლობლების კეთილსინდისიერებაში და მიზანს მიაღწევთ.ტყუპებისაკუთარ საიდუმლოს ნურავის გაანდობთ, ნუ ენდობით ყველას, ნუ ილაპარაკებთ თქვენს გეგმებზე, კარგად გააანალიზეთ ყოველი ნაბიჯი, ყოველი წვრილმანი და გამოსავალს აუცილებლად იპონით.კირჩხიბიმშფოთვარე დღეა, შესაძლოა, ვინმე შეეცადოს თქვენს ემოციებზე თამაშს, ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და, უბრალოდ, ყურადღება არ მიაქციოთ, ამ შემთხვევაში, ყველაფერი კარგად იქნება.ლომიშესაძლოა, უხეშად მოინდომონ თქვენს საქმეებში ჩარევა, ნუ მოუსმენთ სხვებს, ნურც პროვოკაციებს აჰყვებით, იყავით თქვენი მიზნის ერთგული და არა მხოლოდ საუკეთესოდ მოახდენთ რეალიზებას, არამედ, სამომავლოდ უფრო მეტად განიმტკიცებთ მდგომარეობას.ქალწულითუ თქვენთვის მნიშვნელოვან მიზანს ახლა ვერ მიაღწიეთ, ნუ ჩაიქნევთ ხელს და ნუ დაკარგავთ ინტერესს. დაისვენეთ, განმარტოვდით და მეტი კონცენტრირება მოახდინეთ თქვენს მიზნებზე.სასწორიშესაძლოა, საკუთარ თავში რაღაც ახალი თვისებები აღმოაჩინოთ. დიდია შანსი, გაჭიანურებულ და გადადებულ საქმეებს ახლა დაესვას წერტილი და კარგი შედეგიც მიიღოთ.მორიელიიყავით მტკიცე და თავდაჯერებული, რადგან ნებისმიერი საკითხი, მიუხედავად მნიშვნელოვანი ცვლილებებისა, შეგიძლიათ თქვენს სასარგებლოდ გადაწყვიტოთ.მშვილდოსანიწარმატებას მიაღწევთ საქმეში, რაც ასე გაშფოთებთ. დაეყრდენით საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას, იმოქმედეთ სტრატეგიულად.თხის რქაშეხედეთ საკუთარ თავს გვერდიდან, ნუ შეუქმნით დაბრკოლებას ნურავის და ნურაფერს, ვინც/რაც წასასვლელია, უნდა წავიდეს. ცვლილებებ,ი საბოლოოდ, თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს.მერწყულიგაგახარებთ პატარ-პატარა წარმატებები. თავს დაცულად და კომფორტულად იგრძნობთ. მიჰყევით შეუპოვრად დასახულ მიზნებს.თევზებიკმაყოფილი და იმედით სავსე შეხვდებით ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, თევზების უმეტესობისთვის, კარგი დღეა.