უმჯობესი იქნება თუკი ექსტრემისტული პარტიები არჩევნებზე არ გამოვლენ. ჩვენს პოლიტიკურ ლანდშაფტს ეროვნული ინტერესების მოღალატე ჯგუფებისგან გადატვირთვა სჭირდება - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ჩვენს პოლიტიკურ ლანდშაფტს ექსტრემისტული, რადიკალური და ეროვნული ინტერესების მოღალატე ჯგუფებისგან გადატვირთვა სჭირდება, ასე რომ უმჯობესი იქნება თუკი ექსტრემისტული პარტიები არჩევნებზე არ გამოვლენ, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის საკითხზე საუბრისას.

„მე ზოგადად მგონია, რომ საბოლოო ჯამში, ვთქვი კიდევაც, რომ დადგება ოქტომბერი და ისე მიიღებენ მონაწილეობას მზე მაღლა იქნება-თქო და ასეც მოხდება, თუმცა უმჯობესი იქნება თუკი ექსტრემისტული პარტიები არჩევნებზე არ გამოვლენ. ეს მისცემს ქართულ დემოკრატიას რომ მოხდეს სრული დემოკრატიული გადატვირთვა და ყველანაირი ექსტრემისტული პოლიტიკური დაჯგუფება ჩამოცვივდეს ქართულ პოლიტიკას. პირველი კარგი ნაბიჯი მათ გადადგეს იმით, რომ საკუთარ მანდატებზე უარი თქვეს და ჩვენც, რა თქმა უნდა, დავუკმაყოფილეთ. ამით საქართველოს პარლამენტი დიდ წილად განთავისუფლდა რადიკალური და ექსტრემისტული პოლიტიკური ჯგუფებისგან, რომლებიც იმართებიან გარედან. დარჩენილია ჯერ კიდევ გახარიას მარგინალური ჯგუფი. იმედია, რომ ისინიც გავლენ პარლამენტიდან და სხვებიც თუ არ მიიღებენ მონაწილეობას ესეც კარგი იქნება იმიტომ, რომ ჩვენს პოლიტიკურ ლანდშაფტს სჭირდება გადატვირთვა ექსტრემისტული, რადიკალური და ეროვნული ინტერესების მოღალატე ჯგუფებისგან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.