უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა საქართველოში არეულობისა და მეორე ფრონტის გახსნისთვის უნდათ - მაჭარაშვილი

მაჭარაშვილი

„უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, მით უფრო, უკრაინის თანამდებობის პირების განცხადებების შემდეგ, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა არეულობისა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისთვის უნდათ",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. 

"ეს უკვე აღიარებულია, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან, ისე უკრაინის თანამდებობის პირებისგან. ვციტირებ: „სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, ის ომს დაიწყებდა. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ომისთვის მზად არ არის“,  ესაა უკრაინის თანამდებობის პირის განცხადება, რომელიც ერთი ერთი ემთხვევა საქართველოში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“,  ომის პარტიის ლიდერების განცხადებებს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.