უკრაინის სამხედრო დაზვერვა შავი ზღვის საჰაერო სივრცეში რუსული საბრძოლო თვითმფრინავის, სუ-30SM-ის ჩამოგდების შესახებ იუწყება

უკრაინის სამხედრო დაზვერვა შავი ზღვის საჰაერო სივრცეში რუსული საბრძოლო თვითმფრინავის, სუ-30SM-ის ჩამოგდების შესახებ იუწყება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოში აცხადებენ, რომ სპეცსამსახურის ქვედანაყოფებმა 11 სექტემბერს დილით, შავი ზღვის თავზე რუსული საბრძოლო თვითმფრინავი სუ-30SM ჩამოაგდო.

უკრაინის მთავარ სადაზვერვო სამმართველოს განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის მეშვეობით ჩამოაგდეს და მას შემდეგ, რაც ის რადარებიდან გაქრა, საძიებო ოპერაცია დაიწყო.

რუსეთის სამხედრო წრეებთან დაახლოებული ტელეგრამ-არხი Fighterbomber ადასტურებს კატასტროფის შესახებ მონაცემებს, თუმცა აღნიშნავს, რომ უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ გავრცელებულ ვიდეოში არ ჩანს, რომ თვითმფრინავს რაკეტა მოხვდა. არხის ავტორთა ინფორმაციით, „ამ მომენტისთვის კატასტროფის მიზეზები უცნობია“ და „ეკიპაჟის ძებნა გრძელდება“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სუ-30SM-ის ჩამოგდების შესახებ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.