ჯანმო: რეკორდულ სიცხეს ევროპაში უკვე 1300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სიცხე

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, 21 ივნისის შემდეგ ევროპაში დაფიქსირებულმა რეკორდულმა სიცხემ 1300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ბოლო კვირებში კონტინენტის არაერთ ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურამ ისტორიულ მაქსიმუმებს მიაღწია. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და ისინი, ვინც ხანგრძლივი დროით მზის პირდაპირ სხივებსა და მაღალ ტემპერატურას ექვემდებარებოდნენ.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სიცხის ტალღები სულ უფრო ინტენსიური და ხანგრძლივი ხდება, რაც კლიმატის ცვლილებას უკავშირდება. ჯანმო მოსახლეობას მოუწოდებს, განსაკუთრებით დღის ყველაზე ცხელ საათებში მოერიდონ გარეთ ყოფნას, მიიღონ საკმარისი რაოდენობის სითხე და განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ბავშვების, ხანდაზმულებისა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მიმართ.

სიცხის ტალღა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში კვლავ გრძელდება და სპეციალისტები მოსახლეობას რეკომენდაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ.