1736856330
უკრაინელი ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე უკრაინის გენ. პროკურატურაში რამდენიმე მიმართულებით გამოძიება დაიწყო
ბრალდებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველმა და უკრაინელმა ადვოკატებმა მოინახულეს.
როგორც გიორგი მშვენიერაძემ დააანონსა, დაცვის მხარე, პენიტენციური დაწესებულების წინააღმდეგ სამართლებრივ რეაგირებას დაიწყებს.
„უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მან გარკვეული ინფორმაციის გაზიარების ნება დაგვრთო. უკრაინაში აღძრულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე საქართველოს პენიტენციური სამსახურის რამდენიმე თანამდებობის პირზე, რაც დაკავშირებულია არაადამიანურ მოპყრობასთან, ჯანმრთელობის დაზიანებასთან და არასწორ მკურნალობასთან. დღეს საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ არ შეუძლია ამ პირების სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაშალა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რომ დადგეს ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხი“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი.