უკრაინელ კოლეგასთან განვიხილეთ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების გზები, რათა მივაღწიოთ საერთო მიზნებს და ვებრძოლოთ საერთო საფრთხეებს - სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ოლექსანდრ მერეჟკოსთან შეხვედრას Twitter-ზე გამოეხმაურა.

„მოხარული ვარ, რომ შევხვდი ჩემს უკრაინელ კოლეგას პრაღაში „ფორუმი 2000“-ის ფარგლებში. განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების გზები, რათა მივაღწიოთ საერთო მიზნებს და ვებრძოლოთ საერთო საფრთხეებს. მოუთმენლად ველი თბილისში მის მასპინძლობას“, - წერს სამხარაძე.