შსს მომსახურების სააგენტო სანომრე ნიშნებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
1783700694
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე უკრაინის რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ოლექსანდრ მერეჟკოს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია, საქართველო-უკრაინის ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების გზები განიხილეს.
„უკრაინელ კოლეგასთან განვიხილეთ საქართველოს და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების გზები იმისთვის, რომ მივაღწიოთ საერთო მიზნებს და ვებრძოლოთ საერთო საფრთხეებს. მოუთმენლად ველი მას თბილისში“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
შეხვედრა პრაღაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის - „ფორუმი 2000“ ფარგლებში გაიმართა.