უკრაინაში შეხვედრებზე განხილვის საკითხი სააკაშვილი ნამდვილად არ ყოფილა - შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი შეხვედრებზე განხილვის საკითხი ნამდვილად არ ყოფილა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში გამართულ შეხვედრებზე განაცხადა.

„როგორც დახურულ, ასევე ღია შეხვედრების დროს იყო ერთი განწყობა, ტალღა, ეს არის სითბო, მეგობრობა და სურვილი, რომ ის გაუგებრობები, რაც იყო, ამოიწუროს. ეს იყო განსაკუთრებული დახვედრა ჩვენი დელეგაციის, მათ შორის, მისმა მრავალპარტიულმა ფორმატმაც ამაში თავისი როლი შეასრულა. ის დანახული იყო ჩვენი მასპინძლების მხრიდან, რომ ასეთი ფართო წარმომადგენლობა და სოლიდარობა იყო“, - განაცხადა პაპუაშვილმა