დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
"უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი არის იმ ერთიანი მხარდაჭერის ნაწილი, რომელიც ომის დაწყების დღიდან უკრაინასთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა გამოხატული" ,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ეს იყო საერთაშორისო დონეზე ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მხარდაჭერა, ეს იყო ჩვენს მიერ გადადგმული სხვა ნაბიჯები ადამიანების დასახმარებლად. ჩვენ გამოვხატავთ პარლამენტის სახელით სამძიმარს და კიდევ ერთხელ მხარდაჭერას დავაფიქსირებთ უკრაინელი მეგობრებისა და უკრაინელი ხალხის მიმართ.
პარლამენტის თავმჯდომარეს არასდროს ექნება და არ აქვს იმის პრობლემა, რომ თუნდაც ყველაზე რთულ დროს და ადგილას, პარლამენტის პოზიცია გამოხატოს და უკრაინას მიუსამძიმროს“, - განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მას უკვე ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგასთან და დაუდასტურა უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა.