დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაზის ტარიფის ზრდაზე საუბრისას უკრაინაში მიმდინარე ომი გენოციდად შეაფასა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„თქვენი ოჯახის ბიუჯეტი, თქვენი საწვავის ავზის ავსების შესაძლებლობა, არც ერთი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გამოაცხადებს თუ არა დიქტატორი ომს და ჩაიდენს თუ არა გენოციდს ნახევარი მსოფლიოს მოშორებით“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკელებისადმი მიმართვისას.
ჯო ბაიდენის თქმით, პუტინის მიერ ფასის გაძვირებასთან დაკავშირებით, ნებადართული ნავთობის სტრატეგიული რეზერვებიდან დღეში ერთი მილიონი ბარელის მოხმარების განკარგულებას გასცემს.