„ითხოვენ, რომ პარლამენტში შევიდეთ" - შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე

“ათეულ ათასობით ადამიანში, თითქმის 98-პროცენტიანი შედეგით, პირდაპირ ითხოვენ, რომ პარლამენტში უნდა შევიდეთ და იქ გავუჩაღოთ ბრძოლა იმ ძალას, რომელიც უზურპაციას ახდენს არამარტო ჩვენი პოლიტიკის, არამედ სულიერების, მომავლის, წარსულის, ჩვენი ქვეყნის, ეკონომიკის და სოციალური სფეროს", - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა.

"რომ გითხრათ, ერთი სული მაქვს, აღმოვჩნდე ასეულობით მოტივირებული მტრის შუაგულში-მეთქი, არ ვიქნები მართალი, მაგრამ ივანიშვილი, მაჩვივით რომ არის მიმალული აბასთუმნის ტყეში, არ მომყვება ტელედებატებზე და ახლა ვიწვევ უშუალო დაპირისპირებაში მის გუნდს, რომელსაც დაარქვა პარლამენტი, დაარქვა პოლიტიკოსები, მინისტრები და სწორედ იქ მივდივარ, მათთან სადებატოდ იმ დარბაზში, მაგრამ ელეთ-მელეთი მოუვიდათ.

გადაწყვეტილება არ გამოგვიცხადებია ჯერ შესვლაზე და უკვე დაიწყეს უფლებამოსილების შეწყვეტაზე საუბარი მაშინ, როცა მინიმუმ 12 თვეა ვეუბნები შემიწყვიტეთ უფლებამოსილება-თქო და როგორც კი მოჰკრეს ყური, რომ შესაძლებელია შეიცვალოს ჩვენი პოზიცია, რა ელეთ-მელეთი მოუვიდათ, უკვე კომიტეტზე იხილავენ უფლებამოსილების შეწყვეტა, თანაც ირაკლი ქადაგიშვილი. ხალხის უფლებამოსილებას ვერ შეწყვეტთ და პირიქით, ხალხი შეგიწყვეტთ უფლებამოსილებას, – განაცხადა ნათელაშვილმა.