დაზიანებულია ელექტროენერგიის გადამცემი ანძა! მდინარე კალატოპიდან გადმოვიდა - რაჭაში სტიქიას ებრძვიან
1754078092
უალტერნატივო არჩევანი, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“ ეს არის სწორედ კახა კალაძე და მისი მესამე ვადით წარდგენა დედაქალაქის მერობაზე, კიდევ ერთხელ ცხადყოფს და იმის დემონსტრირება იქნება, რომ დაწყებული პროექტები, უამრავი განხორციელებული საქმე, კიდევ უფრო მეტად გაგრძელდება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ.
„ორი მთავარი გზავნილი, რომელიც გუშინ კახა კალაძის მხრიდან გაჟღერდა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ის პასუხისმგებლობა და ის გამოწვევებიც, რომელიც არსებობდა დღესაც არის ჩვენთვის და ამას პასუხისმგებლობით ვუყურებთ. ყველაფერი, რაც დღემდე გაკეთებულა, ყველაფერი ისე გაგრძელდება და ეს უკავშირდება ჩვენი დედაქალაქის აღმშენებლობას და იმ უამრავ გაკეთებულ საქმესა და პროექტებს, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ამ არჩევნებში კიდევ ერთხელ ვიბრძოლოთ კახა კალაძის ხელმძღვანელობით და გავიმარჯვოთ“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე წარადგინა.