თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ანკარაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას შევთანხმდით სავაჭრო ბრუნვის 5 მილიარდ დოლარამდე გაზრდაზე და ამ მიზნისკენ ერთად მივდივართ - თურქეთის ელჩი

თურქეთის ელჩი

ჩვენ ვართ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მჭიდრო, მეზობელი და მეგობარი ქვეყანა. მზად ვართ, ერთობლივი პროექტები განვახორციელოთ იმისათვის, რომ მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალი ქაან ორბაიმ  ქვესადგური „წყალტუბო 500“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოსა და თურქეთს აქვთ შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები და ეს ასახულია სრულყოფილ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებში.

„ეს ღონისძიება ემთხვევა ძალიან მნიშვნელოვან საეტაპო მოვლენას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ორი დღის წინ საქართველომ წარმატებით აირჩია ახალი პრეზიდენტი. მე ვულოცავ მას არჩევას და მინდა, გამოვხატო ჩვენი მზაობა, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები მომდევნო პერიოდში.

ჩვენ ვართ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მჭიდრო, მეზობელი და მეგობარი ქვეყანა. მზად ვართ, ერთობლივი პროექტები განვახორციელოთ იმისათვის, რომ მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს რეგიონში. ჩვენი შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები საქართველოსთან ასევე ასახულია ჩვენს სრულყოფილ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებში. ყოვლისმომცველია ეს ურთიერთობები. თურქეთი არის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის. 98 წლიდან მოყოლებული პირველი სავაჭრო პარტნიორი ვართ ბოლო 15 წლის განმავლობაში. ეს შესაძლებელი გახდა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების საფუძველზე. ბოლო მონაცემებით, ჩვენ კვლავ პირველ ადგილზე ვართ სავაჭრო პარტნიორებს შორის და გვქონდა სამი მილიარდი დოლარის სამიზნე ორიენტირი და ამას გადავაჭარბეთ. პრემიერ-მინისტრის თურქეთში, ანკარაში ვიზიტის შემდეგ, როდესაც ჩვენ ერთობლივად შევთანხმდით, რომ ეს სამიზნე ორიენტირი 5 მილიარდ დოლარამდე გაზრდილიყო. ჩვენ ამ მიზნისკენ ერთად მივდივართ და ვაპირებთ, რომ გადავაჭარბოთ ამასაც“, - განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, საქართველოში თურქეთი არის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა პირდაპირი ინვესტიციების კუთხითაც.

„ჯამურად ჩვენ 2,5 მილიარდი დოლარი გვაქვს ინვესტირებული საქართველოში. ჩვენი კომპანიები სხვადასხვა სფეროში ოპერირებენ და წვლილი შეაქვთ ამ მშვენიერი, ლამაზი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენი ურთიერთობა თქვენს კომპანიებთან აშკარაა ენერგეტიკის სექტორში - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი, ერზრუმის პროექტი, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მილსადენები. ეს ყველაფერი ჩვენი მეგობრობის მტკიცებულებაა. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს განვითარებაში შეგვაქვს ჩვენი მოკრძალებული წვლილი“, - აღნიშნა ელჩმა.