თურმე გაუმჭვირვალობაზე და ლგბტ პროპაგანდაზე გადის საქართველოს ევროინტეგრაციის გზა, სრულიად გაუგებარი და არაჯანსაღი გადაწყვეტილებაა - ირაკლი კირცხალია ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე

ირაკლი კირცხალია

ეს არის ორმაგი სტანდარტი. სრულიად გაუგებარი და არაჯანსაღი გადაწყვეტილებაა. თურმე გაუმჭვირვალობაზე და ლგბტ პროპაგანდაზე გადის საქართველოს ევროინტეგრაციის გზა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ქართველი დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას გულისხმობს.

„კი ბატონო, ამისთვის მისაღებია სანქციები, თუ ეს ორი კანონია ამ ყველაფრის მამოძრავებელი. დაველოდოთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, სადაც საღია აზრი, გამჭვირვალობა და ოჯახური ღირებულებები აუცილებლად გაიმარჯვებს“, - აღნიშნა კირცხალიამ.

ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა. ევროკავშირის წარმომადგენლობის განმარტებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონები უდევს.