თუ ვინმეს ჰგონია, რომ სიმულაციებით შეძლებს საპატიმროდან გასვლასა და სასჯელისთვის თავის არიდებას, ეს არ გამოვა - კახა კალაძე

კახა კალაძე

„შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობა დაცული იყოს. ეს არის სახელმწიფოს ინტერესში და რა თქმა უნდა, ამ პატიმრებში შედის მიხეილ სააკაშვილი, მისი ჯანმრთელობა მაქსიმალურად იქნება დაცული",- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ  ჟურნალისტებს განუცხადა. 

"თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაღაც სიმულაციებით შეძლებს საპატიმროდან გასვლას, შეძლებს თავი აარიდოს მისჯილ სასჯელს, ეს არ გამოვა და ტყუილია. ამიტომ, პირველ რიგში, პატიმარს ნუ შევუქმნით ამ ილუზიას და მეორე, საზოგადოებას ნუ ეტყვით ცრუ ინფორმაციას. ეს ასე არ იქნება, მას სასჯელის მოხდა მოუწევს, ის არის დამნაშავე კონკრეტულ საქმეებზე. სხვა საქმეებზეც მიმდინარეობს გამოძიება. დაველოდოთ დანარჩენს. შესაბამისი უწყება ყველა დეტალზე სრულყოფილ ინფორმაციას მოგაწვდით“, - განაცხადა კალაძემ.

სხვა სიახლეები