1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
"თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება, ჩემი აზრით, ძალიან ბევრი მხარდამჭერი ეყოლება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პროცესს", - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
„გუშინ ვუსმინე გრიგოლ ვაშაძეს და მგონია, რომ ზუსტად იმავე აზრზეა, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვლაპარაკობთ. ისიც ვერ ხედავს ვერანაირ გამოსავალს დღევანდელი მოცემულობიდან. გადაწყვეტილებები, როგორც ერთი პატიმრისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომაა.
მისი ჩამოსვლიდან დაწყებული ის პროტესტები, მოლოდინები არ გამართლდა. მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა არჩევანი, მისი არჩევანი უნდა იყოს ის მართლა უკრაინელი პოლიტიკოსია თუ ქართველი. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება, ჩემი აზრით, ძალიან ბევრი მხარდამჭერი ეყოლება მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების პროცესს, მათ შორის, ჩვენც ვიქნებით ასეთები და შეიძლება, აქციაზეც გავიდეთ", - აღნიშნა მეგრელიშვილმა.