დააკავეს „კანონიერი ქურდი“, რომელსაც 18 წლის განმავლობაში ეძებდნენ
1782508333
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ კომენტარი გააკეთა ელენე ხოშტარიას ექიმთან კომუნიკაციასა და მასთან შეთავაზებულ შეხვედრაზე.
„სანამ ჩვენ არ შევაფასებთ რეალურ მდგომარეობას მის მკურნალ ექიმთან ერთად, ეს არის, კიდევ ერთხელ განვმეორდები, მართლაც რომ აბსურდის თეატრი, იმიტომ რომ ბრიფინგებით საუბარი, როდესაც ექიმი გამოდის და იძახის, რომ ადამიანი განიცდის, ასე ვთქვათ, საშინელ ტკივილებს და ამ დროს ბრიფინგებით ესაუბრები პენიტენციურ სამსახურს, მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ, არ ვიცი, ყველაფერს მოკლებული არის.
მინიშნებით გეტყვით, რომ მე რატომღაც, თუნდაც 2026 წლის, დაახლოებით ალბათ თებერვლის თვე იყო, რომ საერთოდ სხვა პოზიცია მახსოვს მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიასგან. საერთოდ სხვა პოზიცია მახსოვს მე მისგან. ამას თავად მიხვდება. ამას მოგვიანებით გეტყვით. თუ ისევ გავაგრძელებთ ბრიფინგებით საუბარს და არ გადავალთ, ასე ვთქვათ, რაღაცა კონკრეტულ საქმეზე, ხომ? და კონკრეტული პროცესების მართვაზე, ნუ, მაშინ მე უკვე იძულებული ვიქნები, უკვე სხვა ნაბიჯები გადმოვდგა. თუმცა მე ვიცავ ამ შემთხვევაში მსჯავრდებულის ინტერესებს, ეს დაიმახსოვრეთ”,-განაცხადა გიორგი პატარიძემ.