ქალი სამი წელი დაკარგულად ითვლებოდა – სიმართლე კი საკუთარ სახლში იმალებოდა

პატრიკი

2018 წლის ნოემბერში, აშშ-ის შტატ კოლორადოში, 29 წლის ახალგაზრდა დედა, კელსი ბერეტი, მოულოდნელად გაუჩინარდა. ქალი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ყოველდღიურ კონტაქტს ინარჩუნებდა, ამიტომ მისი უეცარი გაქრობა ახლობლებისთვის თავიდანვე საეჭვო აღმოჩნდა.

ბერეტი ბოლოს 22 ნოემბერს, მადლიერების დღის წინა პერიოდში ნახეს. მას შემდეგ მისი კვალი გაქრა. ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ ქალს საკუთარი სურვილით წასვლის მიზეზი არ ჰქონდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მას ერთი წლის ქალიშვილი ჰყავდა.

გაუჩინარების შემდეგ გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო. სამართალდამცველებმა შეისწავლეს სატელეფონო ჩანაწერები, ვიდეოკამერების მასალები და ქალის გადაადგილების მარშრუტები. გამოძიების ყურადღება მალევე მისი საქმროს, პატრიკ ფრეზი, მიმართ გადაიტანეს.

მიუხედავად იმისა, რომ ფრეზი საჯაროდ აცხადებდა, თითქოს ქალის გაუჩინარების შესახებ არაფერი იცოდა, გამომძიებლებმა მის ჩვენებებში არაერთი წინააღმდეგობა აღმოაჩინეს.

საქმეში გადამწყვეტი აღმოჩნდა ფრეზის ყოფილი მეგობარი ქალის ჩვენება, რომელმაც გამოძიებასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა. მისი ინფორმაციით, მამაკაცმა აღიარა, რომ ბერეტი საკუთარ სახლში მოკლა.

პროკურატურის მონაცემებით, დანაშაული განსაკუთრებული სისასტიკით იყო ჩადენილი. გამოძიების ვერსიით, მკვლელობის შემდეგ ფრეზი მტკიცებულებების განადგურებასა და დანაშაულის კვალის დაფარვას ცდილობდა.

მიუხედავად მრავალთვიანი ძიებისა, კელსი ბერეტის ცხედარი ვერ იპოვეს,თუმცა სამართალდამცველებმა საკმარისი მტკიცებულებები მოიპოვეს იმის დასადასტურებლად, რომ ქალი მოკლეს.

2019 წელს სასამართლომ პატრიკ ფრეზი დამნაშავედ ცნო მკვლელობაში და მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლების გარეშე.