კონგოში ებოლას ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1203-მდე გაიზარდა

ებოლა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ებოლას ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1203-მდე გაიზარდა, მათ შორის, 321 ადამიანი გარდაიცვალა - ინფორმაციას Reuters-ი მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

განახლებული სტატისტიკა ხელისუფლებამ პარასკევს საღამოს გამოაქვეყნა.