თუ ამ ქვეყანაში ვინმეს შეუძლია ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება არ დაუშვას, ეს ჩვენ ვართ! - ბექა ლილუაშვილი

ლილუაშვილი

"თუ ამ ქვეყანაში ვინმეს შეუძლია ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება არ დაუშვას, ეს ვართ ჩვენ!", - ამის შესახებ პარლამენტში პარტია “საქართველოსთვის“ წევრმა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

“ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსს გვაბრალებს, ხოლო “ნაციონალური მოძრაობა“ პირიქით “ქართულ ოცნებასთან“. როდესაც ვამბობთ, რომ “ქართული ოცნება “განაცდა“, სხვაგვარად რა ჰქვია იმას, როცა ქვეყნის წინაშე არსებული რეგიონული თუ შიდა სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევის ფონზე, მმართველი პარტია გამოდის და ბრიფინგს მართავს არა ზეპარტიული მნიშვნელობის საკითხებზე, არამედ რაღაც ცრუ ბრალდებებზე, რომლის „დასტაც“ ირაკლი კობახიძეს დაუგროვდა,  მოღალატეობიდან და სახელმწიფო გადატრიალებიდან დაწყებული, “კოკაინშიკობით“ გაგრძელებული.

ეს არის პოლიტიკური რეფლექსირება იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რეალურად დაინახა საფრთხე. ჩვენ ჩვენს გეგმას უცვლელად მივყვებით და მუნიციპალიტეტი მუნიციპალიტეტზე ვაჩვენებთ, რომ ავტორიტარული რეჟიმის დასასრული იწყება“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.