ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება - პროფესორის გაფრთხილება
1789501348
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას სამსახურის ახალი უფროსი, თამაზ ბორაშვილი წარუდგინა.
მთავრობის მეთაურს და პარლამენტს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა თამაზ ბორაშვილმა.
„პირობას ვდებ, გაორმაგებული ძალებით, ამ ძლიერ გუნდთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ჩვენი სამსახურის გაძლიერებისთვის, რათა უკეთესად გადავჭრათ ის ამოცანები, რომლებიც ყოველდღიურად ჩვენს ქვეყანას უდგას გამოწვევის სახით.
მინდა, პირად შემადგენლობას უდიდესი მადლობა გადავუხადო. აქ არცერთი ისეთი ადამიანი არ ზის, რომელიც ჩემთვის უცხოა. ჩვენ მრავალი წელია ერთად ღირსეულად ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. დიდ მადლობას გიხდით ამისთვის - სრულ შემადგენლობას, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუხლჩაუხრელად შრომობს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. მადლობა ბატონ გეკას ღირსეული სამსახურისთვის. წარმატებას გისურვებთ ახალ გამოწვევებში“, - აღნიშნა თამაზ ბორაშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილი 83 ხმით დღეს დაამტკიცა.