ცოტნე ანანიძე: უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის მოთხოვნა ყულევის პორტის სანქცირებაზე, სხვა არაფერია, თუ არა ლუი XV-ის ცნობილი ფორმულის - „ჩემს შემდეგ ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა“ - თანამედროვე ვერსია

ცოტნე ანანიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ყულევის პორტის შესახებ გაკეთებულ განცხადებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი თქმით, სააკაშვილის მხარდაჭერა ყულევის პორტისთვის სანქციების დაწესებაზე, ნიშნავს საქართველოს სტრატეგიულ რესურსთან დაპირისპირებას, შესაბამისად, ყოფილი პრეზიდენტი მზადაა, თუ ხელისუფლებაში არ იქნება, ქვეყანა დაინგრეს.

„უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა ყულევის პორტის დასანქცირებაზე, სხვა არაფერია, თუ არა ლუი XV-ის ცნობილი ფორმულის - „ჩემს შემდეგ ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა“ - თანამედროვე ვერსია. როდესაც პოლიტიკოსი ქვეყნის სტრატეგიულ რესურსს უპირისპირდება, ეს ნიშნავს - თუ ხელისუფლებაში მე არ ვარ, ქვეყანა დაინგრეს“, - წერს ცოტნე ანანიძე.