პრემიერი: გახარიას პარტიას არ ჰყოფნის გამოცდილება, ზოგადად რესურსი პარლამენტში სათანადოდ, ხარისხიანად მუშაობის, შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი იყო უნაკლო და ძალიან მნიშვნელოვანი

პრემიერი პარლამენტში

იყო აბსოლუტურად უნაკლო, ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი და როდესაც ასეთ კანონპროექტს მხარს არ უჭერ, ბუნებრივია, აქ აჩვენებ სისუსტეს რესურსების თვალსაზრისით, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად, რომელიც „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის კანონპროექტზე გახარიას პარტიის პოზიციას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მათ არ ჰყოფნით გამოცდილება და რესურსი, რომ პარლამენტში სათანადოდ, ხარისხიანად იმუშაონ.

„მე მგონია, რომ უფრო მეტად მათ არ ჰყოფნით გამოცდილება, ზოგადად რესურსი პარლამენტში სათანადოდ, ხარისხიანად მუშაობის და ალბათ ამის შედეგია ის ყველაფერი, რაც ვიხილეთ. იყო აბსოლუტურად უნაკლო, ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი და როდესაც ასეთ კანონპროექტს მხარს არ უჭერ, ბუნებრივია, აქ აჩვენებ სისუსტეს რესურსების თვალსაზრისით,“- განაცხადა პრემიერმა.