წლების განმავლობაში, აჯანჯღარებდნენ ჩვენს ქვეყანას და არ ასვენებდნენ, არ მშვიდდებოდა პოლიტიკური პროცესი - გიორგი გაბუნია ALDE-ზე

გიორგი გაბუნია

 არასამთავრობო ორგანიზაციების ლობიზმი და ქვეყანაში NGO-ბის გაუმჭვირვალედ საქმიანობის სურვილი - "ქართული ოცნება" ALDE-ს პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობს.

უცხოური პოლიტიკური პარტია ALDE ევროკავშირის ლიდერებს საქართველოს მთავრობის წევრების სანქცირებას სთხოვს - მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაციების ქვეყნიდან გასვლაა.

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის წერილი უკვე გაუგზავნა კაია კალასს და მარტა კოსს, რომლებიც ამავე ალიანსის ლიდერები არიან. ALDE-ს ჯგუფში შედის ქართული ოპოზიციური პარტიების ნაწილიც.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ქვეყანაში მუდმივად სტაბილური გარემო იყო.

"არაფრის არ გვეშინია და არაფერს გავურბივართ. ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ქვეყანაში ფინანსდებოდნენ, მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციები მოქმედებდნენ ასევე უკრაინაში და ვხედავთ, სადამდე მიიყვანეს უკრაინული სახელმწიფო - განადგურების პირამდე მიიყვანეს. ანალოგიური სცენარები იყო აქაც დაგეგმილი.

წლების განმავლობაში, აჯანჯღარებდნენ ჩვენს ქვეყანას და არ ასვენებდნენ, არ მშვიდდებოდა პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში და აი, ასეთი აგენტურული ქსელების მეშვეობით მუდმივად ცდილობდნენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოფილიყო ქაოსი და პოლიტიკური რადიკალური პროცესები.

მოვახერხეთ, რომ ყველაზე მძიმე დროს, მაშინ, როდესაც მსოფლიოში პრაქტიკულად, შეიარაღებით მიმდინარეობს მესამე მსოფლიო ომი, ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა, არის ეკონომიკური განვითარება. ყველა იმ ძალასა და იმ პოლიტიკურ აქტორს, რომელიც გარე დავალებებით ცდილობდა ქვეყანაში ძალადობრივი პროცესების განვითარებას, მიეჩინა საკუთარი პოლიტიკური ადგილი", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

✕