ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილები სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებენ
1733806234
არ არსებობს ხელახალი, ან განმეორებითი არჩევნების დანიშვნის საფუძველი, - განაცხადა ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა „დღის ქრონიკასთან“.
„მაგალითისთვის განმეორებითი არჩევნები კანონმდებლობის თანახმად ინიშნება იმ შემთხვევაში თუკი იმ საარჩევნო უბნებზე სადაც შედეგები ბათილად ცნეს, რეგისტრირებული ამომრჩეველთა რაოდენობა მთლიანობაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 10%-ს აღემატება. ამ შემთხვევაში, თუკი დაჯამებულად ავიღებთ ორივე ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობას, ვგულისხმობ წალკისა და თეთრი წყაროს საოლქო საარჩევნო კომისიებს, გაცილებით ნაკლებია ვიდრე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 10%. აქედან გამომდინარე, არც განმეორებითი და არც ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი ბუნებრივია არ გვაქვს“, - განაცხადა გიორგი სანტურიანმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა ცესკოსთან დაკავშირებით გიორგი გახარიას პარტიის დღევანდელ განცხადებაზე.
„რაც შეეხება პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წარდგენილ სარჩელს, აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმირებულები არ ვიყავით, არც დავაში მიგვიღია მონაწილეობა, ასე რომ რაიმე კონკრეტულს ვერ მოგახსენებთ. თუკი ზოგადად ავიღებთ ამ პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარმოდგენილ საჩივრებს, შემიძლია მოგახსენოთ, რომ როდესაც საოლქო-საარჩევნო კომისიები იხილავდნენ განცხადება-საჩივრებს, შესაბამისი მოთხოვნები აქაც უსაფუძვლო იყო“, - აღნიშნა სანტურიანმა.