ცესკომ „ალტ-ინფოს“ ახალი პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია შეაჩერა

იდიოტების დაჯგუფება

ცესკომ „ალტ-ინფოს“ ახალი პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია შეაჩერა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ზურაბ მახარაძემ გაავრცელა.

„ალტ-ინფოს“ ლიდერმა Facebook-ზე ცესკოს წერილიც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც უწყებაში შესულია ანტიკორუფციული ბიუროს საჩივარი, რომელიც

„ქართული იდეის“ რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობის მოკვლევას ეხება.

დოკუმენტის თანახმად, ცესკომ „ქართული იდეის“ საარჩევნო რეგისტრაციის პროცედურების განხილვა მოკვლევის პერიოდში შეაჩერა.