ცესკო: წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, „ქართული ოცნება“ იმარჯვებს

კო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 3061 უბნიდან 2 233 უბნის მონაცემებია დათვლილი, რაც ბიულეტენების 72.95%-ს შეადგენს.

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, საკრებულოების არჩევნებში, ქვეყნის მასშტაბით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს.

კერძოდ, ცესკო-ს წინასწარი შედეგები ასეთია:

1 „მამული, ენა, სარწმუნოება“ – 4203 (0.372 %)

3 „კონსერვატორები საქართველოსთვის“ – 31306 (2.768 %)

5 „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ – 4697 (0.415 %)

7 „თავისუფალი საქართველო“ – 3689 (0.326 %)

8 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 9579 (0.847 %)

9 „ძლიერი საქართველო-ლელო“ – 76690 (6.782 %)

11 „საქართველო“ – 1720 (0.152 %)

12 მწვანეთა პარტია – 1906 (0.169 %)

14 „სახალხო ხელისუფლება“ – 2692 (0.238 %)

25 „გახარია საქართველოსთვის“ – 43647 (3.86 %)

36 „გირჩი“ – 37348 (3.303 %)

41 „ქართული ოცნება“ – 913320 (80.768 %).

ამასთან, ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, თბილისში ხმების 98 პროცენტის დათვლის შედეგად, პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს და შედეგები ასეთია:

„მამული, ენა, სარწმუნოება“ – 3020 (1.019 %)

„კონსერვატორები საქართველოსთვის“ – 12811 (4.321 %)

„თავისუფალი საქართველო“ – 2647 (0.893 %)

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 3151 (1.063 %)

„ძლიერი საქართველო-ლელო“ – 29807 (10.054 %)

„გახარია საქართველოსთვის“ – 9483 (3.199 %)

„გირჩი“ – 22230 (7.498 %)

„ქართული ოცნება“ – 207985 (70.155 %).