1769284719
„წერტის“ დამფუძნებელი: პრობლემა არის კომპლექსური, მდგომარეობს როგორც მწარმოებლების მხარეს, ისე ადგილობრივი წარმოების მხარეს, ისე დისტრიბუციის და საცალო ქსელების მიმართულებით
პრობლემა არის კომპლექსური, მდგომარეობს როგორც მწარმოებლების მხარეს, ისე ადგილობრივი წარმოების მხარეს, ისე დისტრიბუციის და საცალო ქსელების მიმართულებით, - განაცხადა კომპანია „წერტის“ დამფუძნებელმა ბიძინა გონაშვილმა სასურსათოს ფასებთან დაკავშირებით პრემიერთან შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, საქართველოში პროდუქციას სხვა ქვეყნებთან შედარებით არსებული მცირე მასშტაბი აძვირებს.
„ჩვენს შემთხვევაში პროდუქციას დისტრიბუცია და ქვეყანაში არსებული პატარა მასშტაბი აძვირებს“, - აღნიშნა ბიძინა გონაშვილმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან სასურსათოს ფასებთან დაკავშირებით სასურსათო პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრა დასრულდა.










