გელა ბარკალაია მიმართვას ავრცელებს
1764877955
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის, რეანიმატოლოგიის და ტოქსიკოლოგიის, კლინიკური ფარმაკოლოგიის დეპარტამენტების აკადემიური პერსონალის გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც მთავარი თემა - ჩახუნაშვილებისა და სხვა მედიკოსების მიერ მომზადებული კვლევა იყო.
სხდომაზე შედგა ოქმი, სადაც წერია - კვლევის მიზნის ასეთი დასახვა მიუთითებს, რომ ავტორებს სურდათ შეესწავლათ მხოლოდ სიმპტომები და ამისთვის აირჩიეს კვლევის ტრივიალური მეთოდები. გაუგებარია და არაფერია ნათქვამი, თუ როგორ და რა კრიტერიუმებით შეისწავლეს იმუნური სტატუსის კორელაცია, ნიღბების გამოყენებასა და საპროტესტო აქციებზე დასწრების სიხშირესთან. ასევე, ოქმში ვკითხულობთ, რომ კვლევას არ აქვს საკმარისი მეცნიერული სარწმუნოობა ტოქსიკური ეფექტების მიზეზ-შედეგობრივი დადასტურებისთვის, ვერ უზრუნველყოფს ტოქსიკოლოგიური მექანიზმების ახსნას და შესაბამისად, ჩატარებული კვლევის შედეგები სამეცნიერო მტკიცებულებას არ წარმოადგენს.
ნაშრომში წარმოდგენილი აღწერილობითი რეტროსპექტული კვლევის შედეგები ვერ უზრუნველყოფს ტოქსიკოლოგიური დასკვნების გამოტანის საფუძველს და შესაძლებლობას. ასევე, კვლევის შედეგები ვერ უზრუნველყოფს ტოქსიკური ეფექტების მეცნიერულად დამაჯერებელ და მიზეზ-შედეგობრივ დადასტურებას. კვლევა უნდა შეფასდეს, როგორც აღწერილობითი მასალა - ვკითხულობთ ოქმში.