ექსპერტმა დაასახელა 4 „აკრძალული ფრაზა“, რომელიც მანქანის ყიდვისას არ უნდა თქვათ
1757190228
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ორშაბათს ვაშინგტონში ევროპელი ლიდერები ჩავლენ და უკრაინაში ომის დასრულების გზებს განიხილავენ.
თეთრი სახლის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ „მალე“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც გაესაუბრება და რომ მისი ადმინისტრაცია მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მეორე ფაზისთვის მზად არის.
„გარკვეული ევროპელი ლიდერები ჩამოვლენ ჩვენს ქვეყანაში ორშაბათს ან სამშაბათს ინდივიდუალურად“, - აღნიშნა მან, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ ლიდერებზეა საუბარი.
კვირას, რუსეთმა უკრაინას 810 დრონითა და 13 რაკეტით შეუტია და ომის განმავლობაში პირველად სამთავრობო შენობას - მინისტრთა კაბინეტს დაარტყა. იერიშის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ შექმნილი ვითარება „არ აბედნიერებს“.