ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა
1782108621
შვეიცარიაში მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე საგანგებო განცხადება გაავრცელა დონალდ ტრამპმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ირანს მოუწოდა, აიძულოს ლიბანი, ხელი არ შეუშალოს სამშვიდობო პროცესს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრამპი ძლიერი დარტყმით დაიმუქრა.
მანამდე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსის“ ჟურნალისტთან ისიც აღნიშნა, რომ თუ ირანი შეთანხმებას არ გააფორმებს, ამერიკა ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს დაამყარებს და გადასახადებს დააწესებს.
„ირანმა დაუყოვნებლივ უნდა აიძულოს ლიბანში მის მიერ დაფინანსებული პროქსი ძალები, რომ პრობლემების შექმნა შეწყვიტონ. თუ ამას არ გააკეთებენ, ჩვენ ირანს კვლავ ძლიერად დავარტყამთ, ისე, როგორც გასულ კვირას, მაგრამ უფრო ძლიერად“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.