ათენში, ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
1737542908
მმართველ გუნდს ამერიკის ახალი პრეზიდენტის მხარდაჭერის იმედი აქვს. ამ მოლოდინს, "ქართული ოცნების" განმარტებით, ამყარებს ინაუგურაციის შემდეგ წარმოთქმული სიტყვა, სადაც ტრამპმა საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობისთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი თემები წამოწია. დონალდ ტრამპი გლობალური მშვიდობის გარანტია - აცხადებენ მმართველ გუნდში.
"ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მმართველობის პირობებში, პოზიცია რადიკალურად შეიცვლება. ამაში ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშოს როგორც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ასევე - საქართველომ. ტრამპი არის ის ადამიანი, რომელიც უნდა იყოს გლობალური მშვიდობის გარანტი - ადამიანი, რომლის ინტერესები და ღირებულებები სრულად ემთხვევა ქართველი ხალხის უმრავლესობის ინტერესებსა და ღირებულებებს. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ რადიკალურად შეიცვლება, პოზიტიური მიმართულებით, დამოკიდებულება საქართველოსა და აშშ-ს შორის", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" აპარატის უფროსი ავთანდილ კუნჭულია.