სასიხარულო გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში დღეიდან შედის
1746078468
ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე ჭკუასელმა ესპანეთის მეფეს ფელიპე VI-ს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ესპანეთის სამეფო სასახლეში 30 აპრილს გაიმართა.
„ცერემონიის შემდეგ საქართველოს ელჩსა და ესპანეთის მეფეს შორის აუდიენცია გაიმართა, რომლის დროსაც ვრცლად ისაუბრეს და ორმხრივი მზაობა გამოიხატა საქართველოსა და ესპანეთს შორის მეგობრულ ურთიერთობებსა და პრაქტიკულად ყველა მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე.
მეფემ წარმატებები უსურვა საქართველოს ელჩს თავისი მანდატის განხორციელებაში. თავის მხრივ, ელჩმა ალექსანდრე ჭკუასელმა დაადასტურა ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების სურვილი და მზაობა“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.