საგამოძიებო სამსახურის მიერ კომერციული მოსყიდვის, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღებისა და გულგრილობის ფაქტებზე მხილებულ იქნა ორი პირი

საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღებისა და გულგრილობის ფაქტებზე, მხილებულ იქნა ორი პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმაბრალდებულმა, რომელიც მუშაობდა სამეგრელოს რეგიონში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, დაინტერესებულ პირებზე, შესაბამისი პროცედურების გავლის გარეშე, გასცა ყალბი ცნობები ნარკოლოგიური შემოწმების თაობაზე, ხოლო, მეორე ბრალდებულმა,თავის მხრივ, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, გამოიჩინა გულგრილობა და არ განახორციელა შესაბამისი კონტროლი ცნობების გაცემაზე.

აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე, 362-ე და 2201-ე  მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.