ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცემით მოკლა - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები
1732256697
გავრცელებული ინფორმაციას, თითქოს წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა ნაციონალურ მოძრაობას ტოვებს და ლელოს უერთდება, სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ის აღნიშნავს, ვიღაცას სურს თავისუფლების ფლაგმანი გადაიფაროს დეზინფორმაციით და ანტიპროპაგანდით.
"დღეს, რამდენჯერმე დამიკავშირდნენ: ჟურნალისტები, თანამებრძოლები, ჩემთვის სრულიად უცნობი, ისე - ახლობელი ადამიანები.
დამიკავშირდნენ ერთი და იგივე შეკითხვით - რა ხდებოდა ამ დღეებში?!
წალენჯიხამ მიიღო ყველაზე სამართლიანი ბიუჯეტი, სადაც ხელფასები მოემატა დასუფთავება - კეთილმოწყობის, ბაგა-ბაღების, ხელოვნების, კულტურის, სპორტის მუშაკებს და ეს ყველაფერი პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასების დაკლების ხარჯზე. ჩინოვნიკების კეთილდღეობა გადანაწილდა ჩვენს დასაქმებულებზე.
ეს გახლავთ ღირებულებებში და მიდგომებში სრული გარღვევა - კეთილდღეობა არა პარტიულ ელიტას, არამედ - ადამიანებს!
წალენჯიხის მერმა ღირსეული მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის თავისუფალ მოქალაქეებს და ხაზგასმით დაგმო ოკუპაცია.
წალენჯიხა იმდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთო ეროვნულ განწყობებში, რომ ვიღაცამ ჩათვალა, თავისუფლების ეს ფლაგმანი გადაიფაროს დეზინფორმაციით და ანტიპროპაგანდით." - წერს გია ხარჩილავა.