დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ოპოზიციონერი გიგი უგულავა ქართულ პოლიტიკაში არსებულ ორპოლუსიანობაზე საუბრობს. როგორც უგულავა ამბობს, ეს მმართველი გუნდის და „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალი კი არ არის, არამედ პატარა პარტიების, რომლებიც ერთმანეთისგან დიდად არაფრით გამოირჩევიან.
„ორპოლუსიანობა მოდის, იქიდან, რომ ნომრით და ადგილით მე-3, მე-4, მე-5 თუ მე-6 პარტიები ერთმანეთისგან არც იდეოლოგიურად განსხვავდებიან დიდად ან იმდენად პატარები არიან, რომ შეიძლება, ის იყოს... ამიტომ, მათ თუ არ მონახეს საერთო ენა, შეუძლებელი [იქნება]“,- განაცხადა გიგი უგულავამ.
მის ამ განცხადებას, „ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ეს ჭკუასუსტი ღამურა ვისი სახელით საუბრობს ხომ არ იცით? ვინაა, რას წარმოადგენს?
თავის თავზე ილაპარაკოს, თვითონ არც ღირებულებები გააჩნია, არც პრინციპები, არც იდეოლოგია და არც თავმოყვარეობა - ეს ვიცით.
მეხუთე პარტია ევროპული საქართველოა და ამ პარტიას ღირებულებითი უფსკრული აქვს ძალებთან, რომლებიც “ქართულ მიწას არ ყიდიან” და “ჩამოთრეულებს” იგერიებენ (ეს ერთია, უამრავ განსხვავებას დავწერ).
ლელო (მეოთხე ეგა, ოდნავ გვისწრებს) და ხაზარაძე-ჯაფარიძე თუ აძლევენ მათი სახელით საუბრის უფლებას - მათი ნებაა. ეს დასაცინი ღამურა ჩვენი სახელით ვერაფერს იტყვის“,- წერს ჩერგოლეიშვილი.