დღის წესრიგის ამყრალება და მიშაზე ფოკუსირება უჭირთ - თამარ ჩერგოლეიშვილი ნაციონალებზე

ტაბულას რედაქტორი

„შევიდნენ, რომ პარლამენტიდან შეძლონ მთავარ თემად მიშას შენარჩუნება და მიშისტურ მედიებს თემა მისცენ“, - ამის შესახებ „ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც  „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას გამოეხმაურა.

მისი თქმით, რეალურად „ნაციონალურმა მოძრაობამ„ ბოიკოტი  გასულ წელს დაარღვია, უბრალოდ სხდომას არ ესწრებოდნენ.

„რეალურად, ნაციონალურმა მოძრაობამ ბოიკოტი გასულ წელს დაარღვია.

მანდატებიც ჰქონდათ და ხელფასსაც იღებდნენ, უბრალოდ სხდომებზე არ იყვნენ და ამაში გამოიხატებოდა ბოიკოტი. 

ახლა პრობლემა აქვთ - სააკაშვილისგან ხელოვნურად თემას ვეღარ ქმნიან, ვეღარც სააკაშვილის ილუზიების სამსახურში ჩამდგარი მედია ეხმარება, შესაბამისად დღის წესრიგის ამყრალება და მიშაზე ფოკუსირება უჭირთ. 

შევიდნენ, რომ პარლამენტიდან შეძლონ მთავარ თემად მიშას შენარჩუნება და მიშისტურ მედიებს თემა მისცენ. 

ხელოვნური ჯოჯოხეთი დაიწყება და უფრო ღრმა ჭაობში ჩავეფლობით, ბიძინაც კიდევ უფრო გაძლიერდება. 

სასარგებლო იდიოტები მიესალმებიან - ფიქრობენ, საპარლამენტო ცხოვრება გაჩაღდება“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.