4 ორსიტყვიანი ლოცვა, რომელიც ყველა მორწმუნემ ხშირად უნდა იმეოროს
1747342967
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი კონგრესმენ რობერტ ადერჰოლტს შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე განიხილეს „მეგობარი აქტის“ წარმომადგენელთა პალატაში მიღება და გამოთქვეს მტკიცე მხარდაჭერა მისი სენატში სწრაფად გატარებისკენ.
„პარტიის წარმომადგენლებმა მაღალი დონის შეხვედრა გამართეს კონგრესმენ რობერტ ადერჰოლტთან, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გავლენიან წევრთან და კონსერვატიული მოძრაობის მნიშვნელოვან ფიგურასთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილი ნიკოლოზ სააკაშვილი.
კონგრესმენი ადერჰოლტი წარმოადგენს ყველაზე პროტრამპისტურ ოლქს ამერიკაში, რაც ადასტურებს, რომ ნამდვილი ტრამპის მხარდამჭერები მხარს უჭერენ თავისუფლების ბრძოლას საქართველოში. მისი მტკიცე ერთგულება ამერიკული ღირებულებების მიმართ ქვეყნის გარეთ მას აქცევს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე სანდო მოკავშირედ ვაშინგტონში.
შეხვედრაზე განიხილეს MEGOBARI აქტის წარმომადგენელთა პალატაში მიღება და გამოთქვეს მტკიცე მხარდაჭერა მის სენატში სწრაფად გატარებისკენ. ასევე განიხილეს ახლახან ინიციირებული “Georgian Nightmare Non-Recognition Act”, რომელიც მიზნად ისახავს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციის უარყოფას და აშშ-ის პასუხის გაძლიერებას საქართველოში ავტორიტარიზმის გაღრმავებაზე.
კონგრესმენ ადერჰოლტს საქართველოსთან მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს — მან საქართველო 2014 წელს მოინახულა და შეხვედრები გამართა ენმ-ის დელეგაციებთან 2014, 2023 და 2024 წლებში, რაც ადასტურებს მის მტკიცე, ორ პარტიას შორის მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებებისადმი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„კონგრესმენ ადერჰოლტის მხარდაჭერა აჩვენებს, რომ თავისუფლების ჭეშმარიტი მეგობრები ამერიკაში ყოველთვის ქართველ ხალხს უდგანან მხარში — პარტიული კუთვნილების მიუხედავად. მისი ლიდერობა გვაძლევს შთაგონებას, რომ კიდევ უფრო ენერგიულად გავაგრძელოთ ბრძოლა თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსთვის, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.