თინა ბოკუჩავა: ოპოზიციის მთავარი ნაწილი, მთავარი მოთამაშეები ვთანხმდებით ერთობის მნიშვნელობაზე

თინა ბოკუჩავა

ოპოზიციური ფრონტის ერთობის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ ისაუბრა.

„ოპოზიციის მთავარი ნაწილი, მთავარი მოთამაშეები ვთანხმდებით ერთობის მნიშვნელობაზე. სწორედ ამას ასახავს ერთიანობის ის დეკლარაცია, რომელსაც მათ შორის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწერა ხელი“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.